"უწესრიგობა და დარღვევები აუცილებლად უნდა დავასრულოთ" - კახი კალაძე
პოლიტიკა - 11:29, 07 Mar, 2018     1113
თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას, სხვადასხვა დარღვევის შესახებ, ზედამხედველობის სამსახურის მოკლე ანგარიში გააცნო და კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა, რათა მომავალში ზედამხედველობის პროცესი უფრო შედეგიანი გახდეს.

„ამ ეტაპზე სამშენებლო უსაფრთხოების იგნორირების გამო ან დარღვევით მიმდინარე პროექტებზე გაფრთხილება მიცემული აქვს 500 ობიექტს, მათგან უკვე დაჯარიმებულია 272 სამშენებლო ობიექტი. შეჩერების დადგენილება ამოქმედდა 120 ობიექტის მიმართ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა ოქმი საარჩევნო პლაკატების ჩამოუხსნელობის 59 ფაქტზე. მე მგონია, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა კეთილი უნდა ინებონ და პლაკატები, რომლებიც წინასაარჩევნოდ იქნება გაკრული, უნდა ჩამოხსნან, რადგან ეს ყველფერი ამახინჯებს და აბინძურებს გარემოს. უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვჭირდება, თუმცა მგონია, რომ ამ მიმართულებითაც უნდა გამკაცრდეს მიდგომები და აუცილებლად უნდა გაიზარდოს ჯარიმები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ზედამხედველობის სამსახურის რეფორმის მომზადება დაავალა.

„არამხოლოდ ჩემთვის, ზოგადად, ყველასთვის მტკივნეულია და მიუღებელია, როცა თბილისთან მიმართებაში ხშირად იხმარება სიტყვები უსისტემო, უკანონო, ქაოსური. თბილისი თანამედროვე დედაქალაქია და ეს უწესრიგობა და დარღვევები აუცილებლად უნდა დავასრულოთ და შევცვალოთ. ამიტომაც, ზედამხედველობის, როგორ ინსტიტუციის გაძლიერება და დახვეწა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. მინდა დავავალო დედაქალაქის ვიცე-მერს, ბატონ ირაკლი ხმალაძეს, რომ დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობა, რომ განვახორციელოთ ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა, გავაძლიეროთ, უფრო მობილური გავხადოთ, გადავამზადოთ იქ მომუშავე ადამიანები, ყველანაირი აღჭურვილობა, რაც საჭიროა ამისთვის, ეს იქნება კამერები, ფორმები, ავტომანქანები, შეიძინეთ. ეს სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური და უმაღლეს დონეზე განახორციელონ საზედამხედველო ფუნქციები, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი და დაიხვეწოს მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის მეთოდები“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42