შვედეთის თავდაცვის მინისტრი მეოთხე მექანიზებულ ბრიგადას ესტუმრა
პოლიტიკა - 11:25, 07 Mar, 2018     1153
ტოტალური თავდაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი სწავლებები, სავალდებულო სამხედრო სამსახური, რეზერვის ახალი კონცეფცია - ეს ის საკითხებია, რომელზეც შვედეთის თავდაცვის მინისტრმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას, ყურადღება გაამახვილა და საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა. შვედეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენისა და ახალი სარეზერვო სამსახურის შემოღების გამო კმაყოფილება გამოთქვა. საქართვგელოსა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ ხედვაში არსებულ მსგავსებებზე გაამახვილეს ყურადრება და ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით წვევამდელთა დიდი ნაწილი სურვილს გამოთქვამს სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ საქმიანობა პროფესიულ არმიაში გააგრძელოს.

პიტერ ჰულტქვისტი ვაზიანში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან და გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფებოდა. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ბრიგადის ოფიცრებსა და სერჟანტებს პირადად გაესაუბრნენ, გაწეული სამსახურისთვის მათ მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. შვედეთის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ შვედეთი 2019 წელს “ნატო-საქართველოს სწავლებაში” ჩაერთვება. ჯარისკაცებთან გასაუბრების შემდეგ, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ხელმძღვანელობამ შვედეთის დელეგაციას ბრიგადის ისტორიისა და საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მომავლის გეგმები გააცნო.

სტუმრებმა მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე შეიარაღებაც დაათვალიერეს.

შვედეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას ქართველი კოლეგა, ლევან იზორია მასპინძლობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42