საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის EWG-ის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
პოლიტიკა - 10:51, 07 Mar, 2018     1057
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველო-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. სამუშაო ჯგუფს ქართული მხრიდან თავმჯდომარეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ამერიკული მხრიდან – სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ბრაიან მაკფიტერი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური რეფორმების პაკეტის განხორციელების მიმდინარეობა, საქართველოში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების, ეკონომიკის სხვადასხვა დარგების რეგულაციების დახვეწის და შრომითი კანონმდებლობის სრულყოფის საკითხები. ყურადღება დაეთმობა, ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის განვითარების საკითხებს და აშშ-ს მხარდაჭერას აღნიშნული მიმართულებით. საუბარი შეეხება ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის პერსპექტივებს, მათ შორის, კომერციული დიპლომატიის გზით.

შეხვედრაზე ვრცლად იქნება მიმოხილული ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და მეწარმეობის კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის განმტკიცების გზები. მხარეები განიხილავენ 2018 წლის განმავლობაში სავაჭრო მისიების განხორციელების გეგმებს.

საუბარი შეეხება აგრეთვე ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის (HLTID) მომდევნო რაუნდის ჩატარება მ.წ. აპრილში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღნიშნული დიალოგის ფარგლებში განხილული იქნება ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, შესაბამისი ინიციატივების განხორციელებისა და შეთანხმებების გაფორმების კუთხით.

საუბარი ასევე შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზის მიმდინარეობას. განხილული იქნება ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები, მათ შორის, რეგიონულ პროექტებში საქართველოს ჩართულობის გზით. მხარეები ასევე ისაუბრებენ სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42