„დაუშვებელია თვითმმართველობაში ინტერვენცია ვიწრო პარტიული პოლიტიკის თავსმოხვევის მიზნით“ - ბორჯომის მოვლენებს საპარლამენტო კომიტეტი ეხმაურება
პოლიტიკა - 10:44, 07 Mar, 2018     1112
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი ბორჯომის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რომელსაც ნიუპოსტი უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა განცხადებით გამოვეხმაუროთ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში განვითარებულ და მიმდინარე მოვლენებს.

პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ვსაუბრობთ თვითმმართველობაზე, რომლის ფუნქციონირებას გააჩნია მკაფიო საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო, სპეციფიკა და ამოცანები, ეფექტურად უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაჭრა, უწყვეტად და მაღალი ხარისხით მიაწოდოს მუნიციპალური სერვისები მოსახლეობას, ყველას უნდა ესმოდეს რომ მას სჭირდება მხარდაჭერა და იმის გააზრება რომ თვითმმართველობის საქმიანობაში არასათანადო ჩარევამ შეიძლება ხელი შეუშალოს და დააზარალოს ზემოთ ხსენებული საჯარო ინტერესები.

სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში იყო არაერთი ასეთი მცდელობა, რამაც იქონია კიდეც გავლენა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე.

სამწუხაროა, რომ შექმნილი ვითარების გამო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები რამდენიმე თვეა ვერ იღებენ კუთვნილ ხელფასს და დარღვეულია მათი შრომითი უფლება, რაც აისახება ქალაქ ბორჯომის და ბორჯომელების ინტერესებზე.

ამიტომ, საჭიროა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა გამოძებნონ რესურსი ბორჯომის და ბორჯომელების ინტერესების შესაბამისად მოქმედებისათვის.

ამ მხრივ ყურადსაღები და მნიშვნელოვანია ბოლო დღეებში ბორჯომის საკრებულოს წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ჩანს მზადყოფნა კონსესუსისთვის.

მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას.

ვაცხადებთ, რომ დაუშვებელი და საფრთხის შემცველია თვითმმართველობაში, როგორც მმართველობის სისტემის ფუნქციონირებაში ინტერვენცია, ვიწრო პარტიული პოლიტიკის თავსმოხვევის და ხელისშემშლელი საქმიანობის წარმოების მიზნით.

და მოვუწოდებთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, იმოქმედონ ბორჯომელების ინტერესების შესაბამისად.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42