როგორ აფასებენ კახა კალაძის მუშაობას თბილისელები - "სახალხო თვითმმართველობამ" მოქალაქეთა გამოკითხვა ჩაატარა
პოლიტიკა - 10:38, 07 Mar, 2018     1187
28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ქ.თბილისში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სახალხო თვითმმართველობის" ორგანიზებით, თბილისის მუნიციპალური ხელისუფლების მუშაობის შეფასების მიზნით, ჩატარდა მოქალაქეთა გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ვარკეთილის, თავისუფლების მოედნის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, ვაგზლის, დიდუბის, ახმეტელის, ტექნიკური უნივერსიტეტის და დელისის მეტროს სადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე. სულ გამოიკითხა 1430 რესპოდენტი.

გამოკითხული რესპოდენტების 33,1 %-ი ქალაქის მერის ბ-ნი კალაძის მუშაობას დადებითად აფასებს; 20,5 %-ი უფრო დადებითად ვიდრე უარყოფითად; 19. 5%-ი უარყოფითად; 8.5%-ი უფრო უარყოფითად ვიდრე დადებითად; 18,5 %-ს უძნელდება კითხვაზე პასუხის გაცემა.

დასმულ შეკითხვაზე, ინფორმირებული ხართ თუ არა, რომ უნდა მოხდეს თბილისის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება - რესპოდენტების 69,8 %-ი პასუხობს, რომ ის არ არის ინფორმირებულია ამის შესახებ; ხოლო 30,8 %-ი კი არის ინფორმირებული.

რესპოდენტების პასუხები საქალაქო პრობლემების რანჟირების პრიორიტეტულობის (6 ბალიანი შეფასების სკალაზე - 1 ნიშნავს ყველაზე პრიორიტეტულს და 6 ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტულს) მიხედვით ასე გადანაწილდა: ტრანსპორტი - პრიორიტეტულობის სიმწვავე 3,95; დასუფთავება - 3,9; ეკოლოგია - 3,66; ჯანდაცვა - 3,65; დასაქმება - 2,95; სოც-ეკონომიკური მდგომარეობა - 2,83.

შეკითხვაზე - მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას საჭიროა გათვალისწინებული იყოს მოქალაქეთა აზრი და ამ მიზნით უნდა ტარდებოდეს ელექტრონული პლებისციტი - რესპოდენტების 78,7 %-ი თვლის, რომ მსგავსი პლებისციტი აუცილებელია; 13,8 %-ი მიიჩნევს რომ პლებისციტი დასაშვებია ზოგიერთი საკითხისთვის; არ არის საჭირო თვლის 5 %-ი და პასუხის გაცემა გაუძნელდა რესპოდენტების 2,6 %-ს

გამოკითხული რესპოდენტების 81,7 %-ი თვლის, რომ ხელისუფლება ვალდებულია წინასწარ მოახდინოს მოსახლეობის ინფორმირებულობა, თუ მათი საკუთრების ან საცხოვრისის ფუნქციური ზონალობის ცვლილება იგეგმება; 10,6 %-ს ეს არ მიაჩნია სავალდებულოდ, ხოლო 7,7%-ს უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა

შეკითხვაზე კმაყოფილი ხართ თუ არა კომუნალური სერვისების მომწოდებელი კომპანიების მუშაობით, გამოკითხულთა 36,4 %-ი პასუხობს, რომ კმაყოფილა ყველა მათგანის მუშაობით; 24,5 %-ი ზოგის მუშაობით არის კმაყოფილი და ზოგის მუშაობით უკმაყოფილო; 31,3 %-ი არ არის კმაყოფილი არცერთი მათგანის მუშაობით და 7,8 %-ს უძნელდება კითხვაზე პასუხის გაცემა.

თბილისში გამწვანების სფეროში არსებული ზოგადი ვითარების შეფასებისას რესპოდენტების 16,3 %-ი თვლის, რომ ქალაქის გამწვანება შეიძლება შეფასდეს დადებითად; 15,6 %-ი თვლის რომ სიტუაცია უფრო დადებითია ვიდრე უარყოფითი; 46,1 %-ი არსებულ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს, უფრო უარყოფითად ვიდრე დადებითად 16.2 %-ი, ხოლო კითხვაზე პასუხის გაცემა უძნელდება 5,9 %-ს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42