თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. პროცესი დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული. დახურულ სხდომაზე თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს მოუსმენენ.
„51-ე სკოლის მოსწავლე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოწმე, ის პირდაპირი მოწმეა, უშუალოდ ფაქტის შემსწრე და მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს, დანარჩენ მოწმეებზე არ მაქვს ინფორმაცია, ამიტომ მათზე ვერ ვისაუბრებ” – განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ეკატერინე მაჭარაშვილმა.
დაკავებულთა უფლებადამცველების თქმით, ბრალდების მხარეს ექსპერტიზისთვის ნივთმტკიცებები მათთვის ამ დრომდე არ გადაუციათ და შესაძლოა პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება:
"ჭიანურდება ნივთმტკიცებების გადმოცემა და აღნიშნულმა შესაძლოა ხელი შეგვიშალოს, განსაკუთრებით დაცვის მხარეს,"- განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






