ოპოზიციას აინტერესებდა, რამდენი ადამიანი დარჩება სამსახურს მიღმა რეორგანიზაციის შედეგად და როგორ ჩატარდებოდა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობისთვის ატესტაციის პროცესი. თბილისის მერის ხედვა ვიცე მერმა წარმოადგინა. სხდომას რამდენიმე ბიბლიოთეკის ხელმძღვანელიც ესწრებოდა.
"ჩვენ ხელში ამ ქმედებით შეგვრჩება ის, რომ მხოლოდ ბიბლიოთეკარებს ჩაუტარებთ გაურკვეველ გამოცდებს. ასე, რომ ამ კონცეფციას მე ვერ დავეთანხმები და ვერ შევაფასებ, როგორც ქმედით დოკუმენტს და ვთოხვ მერიას და კულტურის სამსახურს, რომ ჰკითხოს ექსპერტებს, სხვა ქვეყნების გამოცდილებაც გამოიყენოს, რომ ბიბლიოთეკების მდგომარეობა უკუსვლის ნაცვლად, წავიდეს წინ“ - განაცხადა ვაჩეიშვილმა, რომელაც უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ უპასუხა
,,თქვენ გაგეცათ პასუხი, რომ არავინ აპირებდა გაყიდვას, თქვენსაცვით, როგორც თქვენ ყიდდით, მათ შრის ფალიაშვილზე, დადიანზე, სადაც დღეს აფთიაქი ფუნქციონირებთ“ - განაცხადა ზარქუამ.
ენმ-ის წევრმა მარიკა დათუკიშვილმა მის განცხადებას ,,უტაქტო უწოდა“. ,,მართლა რას დაგამსგავსათ ამ მამაძაღლმა სეთურმა, შორიდან შეხედეთ თქვენს თავს და ნამდვილად შეგრცხვებათ“ - მიმართა მაია დათუკიშვილმა.
დედაქალაქის მერის მოადგილე, სოფიო ხუნწარია, რომელიც სხდომას ესწრებოდა განაცხადა, რომ ფალიაშვილის მე-19 ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს გარკვეული გეგმა ჰქონდა, რაზეც შეხვედრაზე უნდა ესაუბრა, თუმცა, ამის ნაცვლად მან კრიტიკული განცხადებები გააკეთა.
ხუნწარიამ ბიბლიოთეკარს ირინა კენჭაძეს შენიშვნა მისცა, რომ ის საკრებულოს სხდომას იმ დროს ესწრებოდა, როცა ბიბლიოთეკაში სამუშაო საათები დასრულებული არ იყო.
მასალის გამოყენების პირობები






