"რუსეთი და საქართველო: ერთმანეთისკენ" - პუტინის ფონდის მხარდაჭერით კარელიაში ქართველ ახალგაზრდებს ელოდებიან
პოლიტიკა - 19:05, 06 Mar, 2018     3903
კარელიის რესპუბლიკის დედაქალაქ პეტროზავოდსკში 11 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით გაიმართება ფორუმი სახელწოდებით "რუსეთი და საქართველო: ერთმანეთისკენ", ნათქვამია პეტროზავოდსკის საქალაქო ოლქის კულტურის მართვის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი ორგანიზებულია კარელიის რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის Театр поэзии КРЕДО („პოეზიის თეატრი კრედო") ინიციატივითა და რუსეთის პრეზიდენტის გრანტების ფონდის მხარდაჭერით. პარტნიორები არიან ბათუმის მერია და ქალაქ რუსთავის რუსული კულტურის საზოგადოება „წყარო".

ფორუმის დევიზია — Мы разные, но сильны единством! („ჩვენ განსხვავებულნი ვართ, მაგრამ ძლიერნი ვართ ერთიანობით!"). ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი საშუალებას იძლევა, მოხდეს კარელიისა და საქართველოს ქალაქების ახალგაზრდების კონსოლიდაცია ტოლერანტობის, მშვიდობისა და თანხმობის იდეების გარშემო, ასევე გამტკიცდეს ერთა შორის დიალოგი.

ფორუმის ფარგლებში ქართველი ახალგაზრდები ბათუმიდან და რუსთავიდან კარელიაში — პეტროზავოდსკში, კონდოპოგასა და მედვეჟიეგორსკში ქართულ ცეკვებსა და თეატრალურ ხელოვნებას წარადგენენ.

ასევე, ფორუმის ფარგლებში, 13 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით პეტროზავოდსკში დაგეგმილია კარელიის რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ბადრი თოფურიას გამოფენა ესენინის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო მუზეუმთან და საქართველოს გამოყენებითი ხელოვნების ოსტატებთან ერთად.

პეტროზავოდსკის ადმინისტრაციის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის სერგეი სოლოვიოვის თქმით, ეს პროექტი “საქართველოში რუსული კულტურის დღეების“ სერიის გაგრძელებაა, რომელიც 2014 წელს თბილისში, ბათუმსა და რუსთავში ჩატარდა, ფონდ „Русский мир“-ის მხარდაჭერით. სოლოვიოვის თქმით „ ამ წლის მაისში პეტროზავოდსკის შემოქმედებითი დესანტი კვლავ ეწვევა სტუმართმოყვარე საქრათველოს და მზიან აჭარაში წარადგენს კარელიის მუსიკალურ, ლიტერატურულ და თეატრალურ ტრადიციებს“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42