რუსეთის მიერ დაფინანსებული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის მოსახლეობა ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემას ეწინააღმდეგება
პოლიტიკა - 17:04, 06 Mar, 2018     2697
ოკუპირებულ ცხინვალში მოქალაქეების ნაწილმა საპქოტესტო აქცია გამართა და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა გააპროტესტეს. ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული მედია sputnik-ossetia ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აქციაზე, მოსწავლეები, საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მებრძოლეების ოჯახის წევრები და ე.წ. დეპუტატები იყვნენ იყვნენ მისულები, რომლებიც ე.წ. ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ გადასცენ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს.

„ჩვენი ტკივილი ევროპულ ქვეყნებამდე ვერ აღწევს, რომლებიც ყოველთვის დემოკრატიული ნორმების დაცვას უსვამენ ხაზს. მაგრამ დღეს საქართველოს ხელისუფლებამ, ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ საერთაშორისო დონეზე აიყვანეს მათი ერთ-ერთი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება. ისმის მკაცრი მოთხოვნები მისი ცხედრის გადაცემისა. და ვინ გასცემს პასუხს ჩვენი ბიჭების ნაშთების შესახებ, რომლებიც საქართველოში განადგურდნენ?“ - განაცხადა მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. დეპუტატმა როზა ვალიევამ.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს კი მისი მკვლელობის შესახებ გახდა ცნობილი.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟმი აცხადებდა, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა. მათი მტკიცებით, ტატუნაშვილმა სინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანისას თანმხლებ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღის წართმევა სცადა, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები, რის გამოც ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბეზე დაეცა, მიღებული დაზიანებების გამო ის ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა.

დღეს, საქართველოს საპატრიარქომ რუსეთის პატრიარქის წერილი გამოაქვეყნა, რომლის ტანახმადაც არჩილ ტატუნაშვილს ცხედარს ოჯახს ხვალ ან ზეგ გადმოსცემენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42