„მართულია ეს პროცესები როგორც უშიშროებასთან, ისე გედი ფოფხაძესთან. სწორედ მისი ამღვრეულია ეს წყალი და მისი მოწყობილია იქ, რაც ხდება. ვითხოვთ, გონიერება გამოიჩინოს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ და ეს საკითხი დაარეგულირონ, დაავალონ თავის მორჩილ მერს, ზღვრულ ფარგლებში მოიმატოს ხელფასი,“- განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ლეიბორისტული პარტიიდან, გიორგი გიუაშვილმა.
საკრებულოს ოპოზიციამ ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით არსებულ დაპირისპირებაზეც გაამახვილა ყურადღება.
„გამოსავალს ვხედავ, „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვას თავის ძალადობრივ რეჟიმზე და უარი თქვას ხელფასებზე, მატერიალურ კეთილდღეობაზე და იზრუნოს მუნიციპალიტეტზე, რაიონზე, ხალხზე“,- განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ”ევროპული საქართველოდან, ბაქარ შირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






