გიორგი გახარიამ ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“ გახსნა
პოლიტიკა - 15:32, 06 Mar, 2018     1119
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, მეშვიდე წელია, ტრადიციულად საქართველოში იმართება ყოველწლიური, ოთხდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“.

კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

„ჩვენ, საქართველოს მთავრობა, დიდ ყურადღებას ვაქცევთ გენდერულ თანასწორობას და ქალთა უფლებების დაცვას. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა. ჩვენ ეს დავადასტურეთ მას შემდეგ, რაც შევუერთდით სტამბოლის კონვენციას, რომლიდან გამომდინარეც საქართველოს მთავრობამ განახორციელა არაერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომლებიც ხელს უწყობს ქალთა ჩართულობას სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არა მხოლოდ პოლიციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, არამედ მთლიანად სახელმწიფოში. ჩვენთვის ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი და ის რესურსი, რომელიც ქვეყანას განვითარებასა და წინსვლაში უნდა დაეხმაროს. მინდა აღვნიშნო, რომ საპოლიციო სისტემაში ქალთა როლი სულ უფრო და უფრო იზრდება. ჩვენ დღეს შსს-ში ვმუშაობთ, მაგალითად, ისეთ ძალზე მნიშვნელოვან რეფორმაზე, როგორიც არის ე.წ. უბნის ინსპექტორი, სადაც ვხედავთ ქალების ჩართულობის პრინციპულ მნიშვნელობას და ვთვლით, რომ ამ ახალ ინსტიტუტში ქალის როლი უნდა იყოს კიდევ უფრო მაღალი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა როლი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვნად იყოს გაზრდილი და უფრო მეტიც, მაღალი დონის მენეჯმენტში ქალი წარმომადგენლები გვყავდეს. მოგეხსენებათ, რომ ამ ფუნქციით მე დღეს მყავს ორი მოადგილე და მინდა აღვნიშნო, რომ ისინი არიან საუკეთესოები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კონფერენციაზე, ასევე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კახეთის რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - მაია ჯავახიშვილის ხსოვნას.

ღონისძიებას 13 ქვეყნის წარმომადგენელი პოლიციელი ქალები ესწრებიან: მოლდოვიდან, მონტენეგროდან, ალბანეთიდან, ფილიპინებიდან, პაკისტანიდან, ინდონეზიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

საერთაშორისო კონფერენცია სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიციელთა რიგებში ქალის როლის წარმოჩენას და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. ღონისძიების ფარგლებში, პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით, ქალი-პოლიციელები ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გაიუმჯობესებენ და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42