არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ნებაყოფლობით ჩართვაც სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება
პოლიტიკა - 14:58, 06 Mar, 2018     976
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება ე.წ. „სუტენიორობისათვის“, ხოლო არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმისათვის სისხლისსამართლებრივი სანქციები მკაცრდება.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით სამართალდამცავ უწყებებს სათანადოდ ადეკვატური სამართლებრივი მექანიზმი არ აქვთ, იმოქმედონ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც არაძალადობრივი მეთოდებით ხელს უწყობენ პირის, მათ შორის ბავშვის პროსტიტუციაში ჩაბმას. ასევე არ არსებობს საკმარისად ეფექტური სამართლებრივი საფუძველი იმ ბარების, კლუბების თუ სხვა დაწესებულებების წინააღმდეგ, სადაც ადგილი აქვს არაძალადობრივი მეთოდებით ადამიანთა, მათ შორის არასრულწლოვანთათვის ხელშეწყობას, რომ ჩაებან პროსტიტუციაში.

ამ მიზეზების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი მუხლი - პროსტიტუციის ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს, როგორც პროსტიტუციისათვის ადგილის დათმობას, რაც აქამდეც არსებობდა, ისე პირის დაყოლიებას პროსტიტუციაზე ან სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს პირის მონაწილეობას პროსტიტუციაში. აღნიშნული დანაშაულისათვის პასუხისმგებლობად გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ დანაშაული ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში, მათ შორის არასრულწლოვნის მიმართ, პასუხისმგებლობა მძიმდება და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტრო და რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საბჭოს წევრი სამთავრობო უწყებები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. საკანონმდებლო ცვლილების პროექტი განხილულ და მოწონებულ იქნა ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს 2017 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე.

საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევის დაძლევას - არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმისგან დაცვასა და პროსტიტუციისათვის ხელშეწყობის პრევენციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42