კახი კალაძე სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციასა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა
პოლიტიკა - 14:16, 06 Mar, 2018     990
თბილისის მერი კახა კალაძე სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციასა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა. დედაქალაქის მერი შენობაში მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, დასუფთავების სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობის დამწვარი ნაწილის დემონტაჟი დაიწყება.

„ამჟამად, დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც კი სამუშაოები დასრულდება, მესამე სართულზე რაც დაიწვა, სახურავი მთლიანად მოიხსნება და აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. უახლოეს მომავალში, ადამიანებს, ვინც აქ წლების განმავლობაში მუშაობდა, საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ადმინისტრაციის მხრიდან მოვაჭრეებს მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს, მათ შორის, ბანკიდან გამოტანილი სესხების გადავადებასთან დაკავშირებით.

„ის ადამიანები, ვისაც საქონელი გადაურჩა და არ დაიწვა, გვერდით შენობა-ნაგებობებში არიან გადაყვანილი და თავიანთ საქმიანობას იქ განაგრძობენ. მათ, ვისაც საქონელი დაეწვა, ადმინისტრაციის მხრიდან მაქსიმალური თანადგომა და დახმარება აქვს, თუნდაც ბანკებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რომ იმ კრედიტების გადავადება მოხდეს, რომელიც ამ ადამიანებს ჰქონდათ გამოტანილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად, სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო. მისი განცხადებით, 22 მოვაჭრეს, რომელთაც ხანძრის შედეგად სალარო აპარატები დაეწვათ, პირადად შეხვდა.

„პრობლემა იყო ასევე, სალარო აპარატებთან დაკავშირებით. იდენტიფიცირებულია 22 მოვაჭრე, რომელთაც პირადად შევხვდები. აქედან, რომელიც არათბილისელია, შემოსავლების სამსახური სალარო აპარატს უსასყიდლოდ გადასცემს, რაც შეეხება თბილისელებს, რაიონების მიხედვით, სალარო აპარატების შეძენას უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციასა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებთან შეხვედრაზე კახა კალაძესა და ირმა ზავრადაშვილთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი იმყოფებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42