"კომერციული ატაშეს ინსტიტუტის ჩამოყალიბება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - დიმიტრი ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 13:22, 06 Mar, 2018     525
„კომერციული ატაშეს ინსტიტუტის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ჟურნალისტებს კომერციული ატაშეს თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

მინისტრის თქმით, კომერციული ატაშეების ძირითად ვალდებულებებში ორი სხვადასხვა მიმართულება შევა.

„პირველ რიგში, ეს არის საექსპორტო პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობა. მეორე - ეს არის ინვესტიციების მოზიდვა. როდესაც ვსაუბრობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, რა თქმა უნდა, მათ შორის საუბარია მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებზე, ცოდნის გადმოტანასა და გაზიარებაზე. შესაბამისად, ეს მიმართულება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განმარტებით, ეს არის საპილოტე პროექტი და პირველ ეტაპზე შეირჩა ექვსი პარტნიორი ქვეყანა, სადაც კონკურსის შედეგად შერჩეული კომერციული ატაშეები მუშაობას შეუდგებიან. ეს ქვეყნებია: აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

„ყველა ამ ქვეყანასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი და სწორედ ამ პოტენციალის რეალიზაციისთვის გვჭირდება კომერციული ატაშეები, რომლებიც ამ ქვეყნებში იმსახურებენ“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

კომერციული ატაშეს თანამდებობაზე საკონკურსო პირობები გამოქვეყნდება როგორც ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე, ასევე ბევრ საინფორმაციო პორტალზე, მაგრამ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება შეეძლებათ მხოლოდ დასაქმების სამთავრობო პორტალზე hr.gov.ge.

კონკურსი დღეიდან გამოცხადდა და 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შერჩეული კანდიდატები შესაბამისი სპეციფიკური გადამზადების შემდეგ მუშაობას 2018 წლის განმავლობაში შეუდგებიან.

„ჩვენ გვინდა ავიყვანოთ პროფესიონალები, რომლებსაც არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ კერძო სექტორში: საერთაშორისო ვაჭრობის ან ინვესტიციების მიმართულებით ან საფინანსო სექტორში. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. მინდა მოვუწოდო ყველა დაინტერესებულ პირს, რომ შევიდნენ hr.gov.ge-ზე და მიიღონ კონკურსში მონაწილეობა“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42