„უფრო მეტი ქალი მიმართავს დღეს სამართალდამცავ ორგანოებს მათი ინტერესების დასაცავად“ – გიორგი გახარია
პოლიტიკა - 13:20, 06 Mar, 2018     916

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, საერთაშორისო კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ გახსნის შემდეგ, კომენტარი გააკეთა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებისა და პრევენციის მიმართულებით ახორციელებს.

„ჩვენი უწყება ამ მიმართულებით ძალიან ბევრს აკეთებს, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანა დღეს არის ქალთა უფლებების დაცვა, ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენისა და გამოძიების მექანიზმების სრულყოფა და ეფექტიანობის გაზრდა. თქვენ, ასევე, უნდა გაითვალისწინოთ ის კომპონენტი, რომ ბოლო წლების განმავლობაში იმ საგანმანათლებლო პროგრამებმა, რომლებიც განხორციელდა, შეცვალა მიდგომა ამ მოვლენის მიმართ და უფრო მეტი განცხადება შემოდის, უფრო მეტი ქალი მიმართავს დღეს სამართალდამცავ ორგანოებს მათი ინტერესების დასაცავად. ეს სტატისტიკაშიც აისახა და შესაბამისად, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როგორც კი მიმართვიანობის რაოდენობა იზრდება, ეს გვაძლევს ჩვენ ჯანსაღ საშუალებას, რომ სწორი რეაგირება მოვახდინოთ ამ სამართალდარღვევებზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. შეგიძლიათ, ასევე, შეკავების ორდერების რაოდენობაც ნახოთ, მათი რაოდენობაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“, - განაცხადა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42