"მზად ვართ მივიღოთ შეჯერებული გადაწყვეტილება"- თალაკვაძე ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით საერთო რეზოლუციაზე
პოლიტიკა - 12:56, 06 Mar, 2018     913
პარლამენტში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით 2 რეზოლუციის განხილვა მიმდინარეობს. პირველი რეზოლუცია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის მიერ წარმოდგენილი, სახელწოდებით „საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე“, ხოლო მეორეს ინიციატორი საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები „ევროპული საქართველო“, ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონებია“ უმცირესობის რეზოლუცია წარმოდგენილია სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეეების გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანის და მათი სანქცირების შესახებ“. არ არის გამორიცხული რომ უმრავლესობა და უმცირესობა საერთო რეზოლუციაზე შეჯერდეს:

„ჩვენი მიზანი არის მივიღოთ ერთიანი ძლიერი რეზოლუცია, სადაც მკაცრი შეფასებები მიეცემა არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიასთან დაკავშირებით მძიმე დანაშაულებს, ასევე იქნება კონკრეტული მოთხოვნები და ქმედებები, რომელიც უნდა მოჰყვეს ამ ფაქტს, ეს არის გამოძიების ჩატარება, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რა თქმა უნდა ეს არის პირველ რიგში ცხედრის დაუყოვნებლივი გადმოცემა ოჯახისათვის. კონსულტაციები უკვე დაწყებულია, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიებს, მათ რეკომენდაციებს და მოსაზრებებს მოვუსმინოთ და მივიღოთ შეჯერებული გადაწყვეტილება.“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42