"ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხი დღის წესრიგში არაა, ეს ტექნიკური მისიაა"- გახარია გერმანიის მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტზე
პოლიტიკა - 12:08, 06 Mar, 2018     1119
გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელის, დოქტ. კრისტიან კლოსის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულის ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში, ელჩი ანეტ გიუნთერის საქართველოში ვიზიტს საქართველოს შს მინისტრი ეხმაურება. გიორგი გახარიას განცხადებით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა შეშფოთებას გამოთქვამს უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდის გამო, თუმცა მინისტრის თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ განიხილება.

„შეჩერების მექანიზმზე არ იქნება საუბარი, ეს გახლავთ ტექნიკური მისია. იქნება ტექნიკური შეხვედრა, სადაც შსს-ში, როგორც სხვა უწყებებში, საუბარი იქნება იმ ღონისძიებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა გეგმავს, რათა ამ გამოწვევას უპასუხოთ.

ძირითადი პრობლემატური საკითხი არის თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობის ზრდა გერმანიაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

გარდა ამისა, კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება ვიზიტი ევროპოლში, სადაც უკვე კონკრეტულ მექანიზმებზე გვექნება საუბარი, ოპერატიულ დონეზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რაც იქნება ძალზე სერიოზული არგუმენტი გამოწვევებზე პასუხისთვის.

საკითხი შეჩერების ამუშავების მექანიზმზე არ დგას, ეს საკითხი დღის წესრიგში არ არის. არის რამდენიმე ქვეყანაში შეშფოთება, რომ თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა არის გაზრდილი. უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ამ რაოდენობის ზრდას ველოდით, ეს არ არის დიდი ციფრები, თუმცა კონკრეტული პროცენტული ზრდის ტენდენცია არსებობს. ჩვენ გვაქვს გეგმა, ნაწილობრივ გაცხადებული, რომელსაც ექნება პრევენციის ძალა, რათა ამ გამოწვევას ვუპასუხოთ.“ – განაცხადა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42