პარლამენტში გუშინ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა დახურულ ფორმატსი წარიმართა, სადაც განხილვილის ერთ-ერთი თემა არჩილ ტატუმაშვილის ცხედრის გადმოსვენებასა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს ორი მოქალაქის საკითხი იყო. ამ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია უმრავლესობის წევრებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააცნო. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა მექანიზმსა და ბერკეტს, რათა ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა მოხდეს.
“ჩვენ ყველა მექანიზმით ვმუშაობთ იმისთვის, რაც არის მთავარი - ცხედრის გადმოსვენება და ოჯახისთვის შვილის დატირების შესაძლებლობის მიცემა. როდესაც ხდება ყველაზე მძიმე, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, ბუნებრივია ყველაზე აქტუალურია ის, რომ ძალისხმევა იყოს სრულიად კონსოლიდირებული და ამაში იგულისხმება ხელისუფლება, საზოგადოება და ცხადია პარლამენტი არის ის ორგანო, რომელიც არის განსაკუთრებით ჩართული და დაინტერესებული და ზოგადად რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია პარლამენტთან კოორდინირება ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების.“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილი 12 დღის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. ცხედარი ამ დრომდე ოჯახისთვის არ გადმოოუციათ.
მასალის გამოყენების პირობები






