არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის ოფიციალური ვერსიის თავად საოკუპაციო რეჟიმის ჩინოვნიკებსაც არ სჯერათ.
„კურიერი“ დღეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან შესაძლო კავშირში მყოფ, ახალგორის ადმინისტრაციის უფროსს, ფილიპ ხაჩიროვს დაუკავშირდა:
„სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა. მჯერა თუ არა ამ ვერსიის, მიჭირს გითხრათ. რომ მჯეროდეს გეტყვით კის, რომ არ მჯეროდეს გიპასუხებდით არას. მაგრამ როდესაც ინფორმაცია ბუნდოვანია რთულია რაიმე ამტკიცო. ყველას შეიძლება დაემართოს,”-ამბობს ფილიპ ხაჩიროვი.
ფილიპ ხაჩიროვი ყვება იმასაც, რომ 23 თებერვალს ცხინვალის იზოლატორში მოკლული ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული რუსულ სპეცსამსახურებზეა, რომელებმაც ხაჩიროვის თქმით ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემაზე რეზოლუცია უნდა გასცეს.
წყარო: რუსთავი 2
მასალის გამოყენების პირობები






