თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონალური სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიხსნა
პოლიტიკა - 17:32, 05 Mar, 2018     524
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონალური სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გახსნა, სადაც საგზაო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

რეგიონალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში, რომელიც 7 მარტამდე გაგრძელდება, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, სახელმწიფო დელეგაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა), მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და აზიის განვითარების ბანკი (ADB).

გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფების შეხვედრების მიზანს წარმოადგენს ქვეყნებს შორის საერთაშორისო და რეგიონალური პრაქტიკის გაზიარება, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ძირითადი გამოწვევების განხილვა, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების სრულყოფილი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბებისთვის რეკომენდაციების შემუშავება და მისი პრაქტიკაში იმპლემენტაციისთვის საჭირო ღონისძიებების გაანალიზება, თითოეული სამუშაო ჯგუფისთვის გასატარებელი კონკრეტული აქტივობების პროგრამის მიღება და საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ხელმისაწვდომი ფინანსური ინსტრუმენტების იდენტიფიცირება.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, აღნიშნული ღონისძიება გააღრმავებს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობას და დადებით ზეგავლენას მოახდენს ამ მიმართულებით ქვეყნის პრესტიჟის გაზრდაზე.

საგზაო უსაფრთხოების რეგიონალურ სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსპორტის პანელის სამდივნოს ფარგლებში, ევროკომისიასთან თანამშრომლობით, კოორდინაციას უწევს მსოფლიო ბანკი. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მასპინძლობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42