შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 17:28, 05 Mar, 2018     764

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახლადშექმნილი დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი იყო ოჯახურ დანაშაულზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილ, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის მექანიზმის აწყობა.

შეხვედრაზე ნათია მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თანამშრომლობისთვის და საერთო მიზნების მისაღწევად მზაობა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ დამსწრე საზოგადოებას ახლადშექმნილი დეპარტამენტის მიერ შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია წარუდგინა და დეპარტამენტის გეგმების შესახებ ისაუბრა.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიციის საქმიანობაში არსებულ სირთულეებზე ისაუბრეს, რომლებსაც ისინი დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობისას აწყდებიან.

დისკუსიის დასასრულს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ინფორმაციის ინტენსიურად გაცვლასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42