„რას აკეთებენ? რისთვის ითხოვენ, საერთოდ, ხელფასებს? იცოდეთ, მალე იფეთქებს ხალხი"-გურულები სახელფასო პოლიტიკაზე
პოლიტიკა - 15:32, 05 Mar, 2018     1584
„რას აკეთებენ ხალხისთვის? რისთვის ითხოვენ, საერთოდ, ხელფასებს? იცოდეთ, მალე იფეთქებს ხალხი"-გურულები სახელფასო პოლიტიკაზე

ფინანსთან მინისტრი აცხადებს, რომ 2019 წლამდე საქართველოში პენსიების მატება არ იგეგმება და ის მომავალ წლამდე 180 ლარით იქნება განსაზღვრული.

რაც შეეხება პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, მათი ინიცირებული პროექტის მიხედვით, მრავალშვილიან ოჯახებს სტატუსი მიენიჭებათ და სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

კანონპროექტის მიზანია, სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს მრავალშვილიანიმშობლის სტატუსის განსაზღვრა და მათი მხარდაჭერა. სახელმწიფობიუჯეტით დაფინანსებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს. საქსტატის მონაცემებით (2014 - საყოველთაო აღწერის შედეგები) 12369 შინამეურნეობაა, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს.

ჯამური ფინანსური შედეგი სარგებლის სახით იქნება წლიურად დაახლოებით 3 489 000 ლარი.

უკვე არსებულ სოციალურ პროგრამებთან ერთად, ამ ეტაპისთვის ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ხალხზე ზრუნვის გამოხატულების მაქსიმუმი.

მიუხედავად საგრძნობლად გაძვირებული ცხოვრებისა, „ბიუჯეტის სიმწირის გამო“ ხელისუფლება აცხადებს, რომ მეტის შესაძლებლობა არა აქვს და ამას ამტკიცებს მაშინ, როდესაც მაგალითად, გუბერნატორების ხელფასი მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან გაორმაგდა და 2 950 ლარის ნაცვლად 5 900 ლარი გახდა. ასევე გაიზარდა მხარის გუბერნატორის მოადგილეების ხელფასებიც, 40 ლარი დაემატა სახელფასო სარგოზე გუბერნატორის პირველ მოადგილეს, 50 ლარით კი დანარჩნ მოადგილეებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 29 იანვარს მიიღო და სახელფასო ცვლილება გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხოთ.

გასულ თვეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვითაც, ასევეგაიზარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა და მერიის თანამშრომელთა ხელფასებიც.

პროექტის მიუხედვით, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 3 ათასი ლარითაა განსაზღვრული. მათიპირველი მოადგილეების 2 600 ლარით. მერის მეორე მოადგილე 2 400 ლარს აიღებს.

სამსახურების უფროსები 2 000 ლარს, განყოფილებების ხელმძღვანელები 1 400 ლარს, უფროსი სპეციალისტები 1 100, უმცროსი სპეციალისტები კი 800 ლარს.

რაც შეეხება საკრებულოს, აპარატის უფროსი 1 800 ლარი, მოადგილე 1 500 ლარს.

კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეების ხელფასები 2000 ლარი იქნება, მათი მოადგილეები 1500 ლარი.

ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს (სოფლის რწმუნებულებს) სახელფასო სარგოდ 1 100 ლარიგანესაზღვრებათ.

აღნიშნული სახელფასო სარგოების მიხედვით, 2018 წელს მათი ოდენობა გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 250-400 ლარით იზრდება.

ხელფასების მატება გახდა ბორჯომში მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზიც.

თამუნა ზაქარიაძე: ჩემი აზრით, გაორმაგებული ხელფასები არ ეკუთვნით დამსახურებულად. ვფიქრობ, რომ დაუმსახურებლად გაისქელეს ჯიბეები, ჩვენს ხარჯზე. ხალხს ხელფასები რაც ეკუთვნოდათ, ისიც შეუმცირეს. ზოგიც სამსახურიდან მოხსნეს. იმიტომ, რომ თავისი ხელფასისთვის აღარ ჰყოფნიდათ და ბიუჯეტში აღარ შედიოდა ფულები. ამიტომ, არაა ხალხისთვის არაფერი გაკეთებული.

ვახტანგ მარგალიტაძე: ქვეყანას არ ჰყავს პატრონი. მიკვირს ბიძინა ივანიშვილისგან. ხედავს ყველაფერს, რაც ხდება ქვეყანაში და ხმას არ იღებს. ხელფასი აკლიათ მაგენს? ისიც არ ეკუთვნით, რასაც ღებულობენ! სირცხვილი არაა? მამა არ ჰყავთ, დედა არ ყჰავთ, შვილი არ ჰავთ? არ ჰყავთ ვინმე გაჭირვებული? დაგვამხვენ ქვეყანა თავზე. რა ხელფასზე და რა პრემიაზეა საუბარი? მაგენი, მთავრობა, პარლამენტი „პატრიად“ ასაყვანია პატიმრობაში ყველა. მოატანიო უნდა რაც აქვთ წაღებული. გაძარცვენ ქვეყანა. უსაზიზღრესი ხალხია. გეუბნებით, ეზიზღება ხალხს მაგენი. მალე იფეთქებს იცოდე ხალხი გაზაფხულზე. ეს იცოდეს ქვეყანამ. არ ვაპატიებთ ამ შეურაცხყოფას, ამ საქონლებს, პირუტყვებს, ღორებს!!! მიმუშავია მეც ბრიგადირობიდან დაწყებული, თავმჯდომარეობამდე დამთავრებული მარა, არ მიქურდია, არ მიწუწკია... მე ასეთი რამე არ გამიგონია! ადამიანი არაფრად არ უნდა ჩააგდო? ორი სასამართლო გადაწყვეტილება მქონდა ჩემს საქმეზე და არც ერთი არ შესრულდა. დავწერე განცხადება, დეპუტატი დეპუტატიო მიძახეს და ვერ ვნახე საერთოდ აი თალაკვაძე. ხოდა, დავწერე განცხადება. ტყვილაა აქანე. ხელფასს კი ღებულობს. როცა ბანდიტი სიორიძის მხარდაჭერა იყო საჭირო, მთელი პირველი პირები ჩამოვიდნენ. მანამდე არ ჩამოსულა, არ შეგვხვედრია. საარჩევნოდ ჩამოვიდა და იყიდეს ხალხი. ჩვენ, ნაყიდი დეპუტატი გვყავს!

რევაზ დავითაძე: ჩემი აზრით, ესენი ყველა მოსაცილებელია. ყველაფერს დაუმსახურებლად ღებულობენ. მე რომ შეშა მევიტანო სახლში და ბაღანა გავათბო, მაგაზე მიჭერენ და თვითონ, ხეებს თხრიან და მიაქვთ. სამართალი სადაა? მთელი ხალხი აბუჩად ვყავართ აგდებული, გვაფურთხებენ სულში და თვალებში.

-არასწორად ღებულობენ მაგენი ამ ხელფასებს. პენსიას რომ პენსიონერი აიღებს და ერთ თვეს კი არადა, ერთ კვიარას არ ჰყოფნის „დაჟე“ წამლებზე, რით უნდა იარსებოს ხალხმა? მაგენი მარტო ჩხუბზე არიან გადასულები. იჩხუბონ, იჩხუბონ. ხალხისთვის არაფერი არა აქვთ გაკეთებული, მარტო ხის გადატანა -გადმოტანით ერთობიან. ნახეთ რა მდგომარეობაა ციხისძირში, საიდანაც ეს ხეები გადააქვს.

-კიდევ ითხოვენ მომატებას? არ ცხვენიათ? პრინციპში, მოემატოს უნდა აბა რა, სკამზე რომ ზიან! არ ვიცი რა დონეზე არის ხალხი და რა სინდისით ითხოვენ ხელფასს. რას აკეთებენ ხალხისთვის? რისთვის ითხოვენ, საერთოდ, ხელფასებს? ადამიანებზე თუ ფიქრობენ მაგენი? არაფრად არ გვთვლიან დ ამაგისთვის იღებენ ხელფასს?!

- ეჰ, სადაა ხელფასები? ხალხი კვდება მშიერი! რომელ ხელფასებზე მელაპარაკები? „სტო ტიში“ რაფერ არ უნდა ეყოს, გელაპარაკები მითხარი... პარლამენტის წევრს ასი ათასი აქვს, როცა აგერ 180 ლარი გვაქვს ჩვენ და იმასაც ვერ ვყიდულობთ, რაც აუცილებელია. ცოლ-ქმარი ვართ სახლში პენსიონერები, გვაქვს 360 ლარი და არ გვყოფნის. მაგენისაა აი ქვეყანა და ითხოვენ გაორმაგებულ ხელფასებს. როგორც უნდა, ისე აკეთებენ. ხალხისთვის არაფერი არ კეთდება. მაგენს 3 000 ათასი ლარი აქვთ და გაორმაგება უნდათ და ჩვენ 180 ლარი უნდა გვეყოს? გაგვიორმაგონ პენსიები, რა იქნება?!

ეკა ჩხაიძე: დამსახურებულად არ ითხოვენ ნამდვილად, ხელფასების გაორმაგებას. იმიტომ რომ, პენსიები არ გაზრდილა, ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია და მაგათი ჯიბეები უნდა გასქელდეს მარტო? ნამდვილად არ ვარ მომხრე. კი ბატონო, მოიმატონ. მე იმის მომხრე ვარ, რომ სახლემწიფო მოხელეს უნდა ჰქონდეს დიდი შემოსავალი, რომ არ იყოს ორიენტირებული მოპარვაზე და ქრთამის აღებაზე. კი ბატონო, მომხრე ვარ, მაგრამ, იმ სიტუაციაში, როცა პენსია იქნება ორმაგი და ხელფასი ექნება ხალხს შესაბამისი და სახელმწიფო იქნება თავის დონეზე. თუ არადა, ეხლა ნამდვილად არა ვარ მომხრე.

შოთა ტუღუში: არასწორია ხელფასების მომატება. მის საქმეს იკეთებენ მაგენი. გააორმაგონ და გააოთხმაგონ უნდათ თავიანთი ხელფასები. მაქანე ტყვილა ყრია ნახევარი. გინდა ქალაქში და გინდა რეგიონებში. ხალხისთვის არაფერი არა აქვთ გაკეთებული. ზედა მთავრობაა მოშლილი და რეგიონში რა უნდა თქვან? ხელფასების მატება უნდათ კაია, მასე ყველას ბევრი რამე უნდა, მარა სადაა? ეს დაუმსახურებული მოთხოვნაა.

ნანა კარსანიძე: თუ რამე აზრი ექნება ჩემს პასუხს, გიპასუხებთ, რომ განათლება ყოველთვის უნდა დაფასდეს. იმიტომ მიიღეს უმაღლესი განათლება, მაგრამ, გააჩნია ხალხი რა მდგომარეობაში ჰყავს ამ მთვარობას. აქედან გამომდინარე, ხალხი რომ გაჭირვებულია სოციალურად და ჩაძირულია, მაშინ მომატება კი არა, უნდა იკლებდნენ და ხალხისთვის უნდა ზრუნავდნენ. რაც შეეხება გაორმაგებულ ხელფასებს, თუკი სინდისი აქვთ, ნამდვილად არ უნდა ითხოვდნენ. იმიტომ რომ, მათ ირგვლივ უამრავი გაჭირვებული ადამიანია. ელემენტარული წამალი რომ იყიდონ, პურით რომ დაკმაყოფილდნენ, ჩაით და შაქრით, ის არა აქვთ. ჩემს გარშემო რამდენია ასეთი გაჭივებული და ნუთუ თვითონ ვერ ხედავენ? არ არსებობს, კი ხედავენ, მაგრამ, თვითონ კარგად ცხოვრობენ, უზრუნველყოფილი ჰყათ თავისიანები და ხალხის ბედი ვის აინტერესებს? რასაც ვეთანხმები, არის ის, რომ განათლება დაფასებული უნდა იყოს და შესაბამისად აიღონ გაორმაგებული ხელფასებიც, მაგრამ ხალხიც უნდა დაფასდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42