საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის ფაქტობრივი ლეგალიზება უკვე მოახდინა - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 15:13, 05 Mar, 2018     2800

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კანაფის ფაქტობრივი ლეგალიზება უკვე მოახდინა, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“, იმედა დარსალიას შეკითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა კანაფის ლეგალიზება.

„ჩვენი, შსს–ს და ასევე ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია ასეთია – აქ კონკრეტული, გარკვეული რეგულაციებია შემოსაღები, რათა ფაქტობრივი ლეგალიზება ჩვენი საზოგადოების მიერ ისე არ იქნას აღქმული, რომ ყველაფერი დაშვებულია“, – განაცხადა გახარიამ.

მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო ჩარჩო უნდა შეიქმნას, რათა რეგულირებული იყოს ყოველი დეტალი, თუ რა პირობებში, სად და რა ზომით მოხმარება არ არის კრიმინალიზებული.

„ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელზეც პარლამენტთან ერთად ვმუშაობთ“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ შსს–ს პოზიცია სხვა, მძიმე სახის ნარკოტიკებთან დაკავშირებითაც დააფიქსირა.

„შსს–ს პოზიცია ასეთია – რა თქმა უნდა, ჰუმანური მიდგომა სწორია. ეს ის მიმართულებაა, საითაც ჩვენ უნდა მივდიოდეთ, თუმცა, დღეს, როცა რეაბილიტაციის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გვაქვს და რეაბილიტაციის პროგრამების ის რაოდენობა არ არსებობს, რაც აუცილებელია, სახელმწიფომ ნარკომომხმარებლებს შესთავაზოს, ეს ის პრინციპული პრობლემაა, რომლის გადაწყვეტის შემდეგაც შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ლიბერალიზაციის მიმართულებით. ამიტომ ვთვლით, რომ პირველ რიგში, იმ ინფრასტრუქტურაზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც ნარკომომხმარებელთარეაბილიტაციისათვისაა საჭირო და კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებზე შემდეგ ვისაუბროთ.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42