თბილისის მერმა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსად ვახტანგ ლომჯარიას კანდიდატურა წარადგინა
პოლიტიკა - 15:15, 05 Mar, 2018     913

თბილისის მერმა კახა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ ლომჯარიას კანდიდატურა წარადგინა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ვახტანგ ლომჯარია პროფესიით ეკონომისტი, ფინანსისტი და საჯარო მმართველობის სპეციალისტია.

„მას განათლება გერმანიაში აქვს მიღებული. ამჟამად, გადის დოქტორანტურას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება. ასევე, დაკავებულია პედაგოგიური საქმიანობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვახტანგ ლომჯარიას აღნიშნულ პოზიციაზე წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ ახალი გუნდი ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ახალი ხედვით საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

„ვფიქრობ, რომ მისი განათლება და გამოცდილება ნამდვილად წაგვადგება ამ საქმეში. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ბოლო პერიოდში იყო საზოგადოების, ცხოველთა უფლებების დამცველების ყურადღების ცენტრში - იყო ბევრი შენიშვნა, პრეტენზია, სურვილი და დარწმუნებული ვარ, ახალი გუნდი ამ სააგენტოში ახალი ხედვებითა და საქმიანობით დააკმაყოფილებს, როგორც ქალაქის საჭიროებებს, ასევე, არასამთავრობო სექტორის თუ საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, აღნიშნული სამსახური ჰუმანური, სამართლიანი და თანამედროვე იქნება, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ცხოველთა უფლებებზე იზრუნებს.

ვახტანგ ლომჯარიამ თბილისის მერს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და დაინტერესებულ პირებთან მომავალი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

„გააზრებული გვაქვს, ის პრობლემები, რომელთა წინაშეც ვდგავართ. ჩვენი საქმიანობა სისტემის მეტი სამართლიანობისა და ჰუმანურობისკენ იქნება მიმართული. ცხადია, ცხოველებთან დამოკიდებულება მეტად ადამიანური უნდა იყოს, თუმცა ამავდროულად, მოსახლეობის კომფორტი უნდა დავიცვათ. ჩვენ ოპონირების რეჟიმიდან, რომელშიც აქამდე იმყოფებოდა სააგენტო, თანამშრომლობის რეჟიმზე გადავდივართ. მივესალმები ყველასთან შეხვედრას, კონსულტაციებს, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიწყებთ და ძალიან მალე ვაჩვენებთ იმ შედეგს, რომელსაც ვგეგმავთ“, - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42