ედპ-ს ლიდერი აღნიშნავს, რომ საერთო ოპოზიციური კანდიდატის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, 2020 წელს ხელისუფლების ცვლილების წინაპირობა იქნება.
„ოპოზიციაში ერთიანობის მისაღწევად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის სენი, რომელიც ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკას შეეყარა და რაც საპრიზო ადგილისთვის ბრძოლას გულისხმობს.
ფაქტია, ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ვითარებაა, არ ვიცით რა საგარეო პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას, უამრავი პრობლემის წინაშე დგას ხალხი, ამ ვითარებაში ცვლილებები აუცილებელია და ყველანი კარგად ვხვდებით, რომ ამ ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით. სწორედ ეს არის ის ერთადერთი იარაღი პოლიტიკური ოპოზიციისთვის.
2020 წელს ხელისუფლების ცვლილებისთვის აუცილებელია გაერთიანება და ამის პირველი ნაბიჯი სწორედ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა იყოს”- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
ედპ-ს ლიდერი ამბობს, რომ ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი პროდასავლური პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების აქტიური ჩართულობით უნდა გამოვლინდეს.
„მაგალითად საფრანგეთის მემარჯვენე ცენტრისტულმა ძალებმა ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერისი გამოიყენეს. აშშ-შიც ეს პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს. მარტივად შეიძლება აღნიშნული მეთოდი საქართველოშიც დამკვიდრდეს, რომ ოპოზიციამ ხელსუფლებასთან მთავარ ბრძოლაში განსაზღვროს ვინ არის ოპოზიციაში ყველაზე ძლიაერი. ხელისუფელბის რეალურმა ოპონენტებმა, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მაინც უნდა მოახერხონ, თავის რიგებში, თავიანთი მხარდამჭერების აქტიური ჩართულობით, ღია პრაიმერიზით გამოავლინონ ის ძლიერი კანდიდატი, რომელიც აუცილებლად დაამარცხებს ხელისუფლებას. თუ ოპოზიციაში პოლიტიკური მზაობა იქნება, საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, შეგვიძლია მარტივად ვივარაუდოთ, რომ 2018 წლის არჩებვნებში ხელისუფლება აუცილებლად დამარცხდება და ეს გამარჯვება 2020-ში ხელისუფლების ცვლილებით გაფორმდება"- თქვა ქარდავამ.
„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის შეფასებით, თუ ოპოზიციის ერთი ნაწილი, ერთიანობით ყველაფერს აკეთებს ხელისუფლების შესაცვლელად და ამ ბრძოლაში ოპოზიციის ცაკლეული წარმომადგენლები არ შევლენ, ეს პოლიტიკური ლუსტრაცია იქნება.
„ამ პროცესში თუ ვინმე გამოჩნდება ისეთი, რომელსაც ამ ერთობის ჩამშლელის ფუნქცია დაეკისრება, მაშინ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფუნქცია მას ბიძინა ივანიშვილმა დააკისრა. ვინ იქნება ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ვისურვებდი, რომ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის აქტიური ჩართულობით დიდი კონსოლიდირება მოხდეს“- განმარტა „ნიუპოსტთან“ ედპ-ს ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები






