სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი ფუნქცია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი გამოძიება იქნება
პოლიტიკა - 13:25, 05 Mar, 2018     813
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდება.


ცვლილებები 35 კანონში შედის, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. აღნიშნული რეგულაცია 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს საქმიანობის პრინციპები, უფლებამოსილებები და გარანტიები, ასევე თანამდებობაზე არჩევისა და შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები.

პროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ განისაზღვრება, რომლის უფლებამოსილებაში შევა – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი.

ამას გარდა, ცვლილებებით, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებაში მოექცევა – სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი ფუნქცია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება იქნება.

ცვლილებებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეობა გავრცელდება – წამებაზე, წამების მუქარასა და დამამცირებელ მოპყრობაზე, ასევე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ჩადენილ ძალადობაზე ან იარაღის გამოყენებაზე. აგრეთვე, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფაზე, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით განმარტების ან ჩვენების მიცემისთვის პირის იძულებაზე.

ცვლილებებით, სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორზე ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოსამსახურეზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება ისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

პროექტით, იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევ საკონკურსო კომისიას პრემიერ-მინისტრი ქმნის, რომლის შემადგენლობაში შედიან – მთავრობის წარმომადგენელი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე. სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი და ა.შ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42