საპრეზიდენტო კანდიდატი და ტესტი ოპოზიციისთვის - ,,ვინც არ იქნება მოწოდებული, ივანიშვილი დამარცხდეს, ის მოინათლება ოლიგარქთან ალიასნში მყოფ ძალად“
პოლიტიკა - 13:08, 05 Mar, 2018     1789
შეძლებს თუ არა ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას ან თუნდაც პრაიმერისის გზით ასეთი კანდიდატის გამოვლენას.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კონსულტაციების დასაწყებად მზად არიან.

მელია ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის წარდგენა ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი საშუალებაა.

რეიტინგული ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სააკაშვილის შეთავაზებას ერთგვარ ტესტს უწოდებს და ამბობს, რომ ვინც ერთობის წინააღმდეგია, ის პოლიტიკური პარტია ყოფილ პრემიერთან ალიანსში ყოფნას დაადასტურებს.

"ნაციონალური მოძრაობა ძალიან ბევრ ოპოზიციურ პარტიასთან, სხვა და სხვა დონეზე უკვე აწარმოებს კონსულტაციებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ხვდება, რომ ერთობა არის უალტერნატივო. ერთობა არა ვინმეს, ან ვიღაცეების გარშემო, არამედ, იმიტომ რომ დამარცხდეს ოლიგარქია.

თუკი ამ ჯანსაღ ერთობაზე ვინმე უარს იტყვის, ბუნებრივია, იმ ყველაფრის გათვალისწინებით რასაც ივანიშვილი აკეთებს, როგორც ვაჭრობს ვაჭრობს პოლიტიკურ ბაზარზე: უყიდია, ყიდულობს და არც მომავალში დაიშურებს მრავალმილიონს რომ დაასუსტოს რეალური ძალები, რომლებიც დაამარცხებენ ივანიშვილს, რა თქმა უნდა ეს იქნება ლაკმუსის ქაღალდი და მარტივი ტესტი: ვინც არ იქნება მოწოდებული, რომ ივანიშვილი დამარცხდეს, ის პირდაპირ ივანიშვილთან ალიანსში მყოფ ძალად მოინათლება”- თქვა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდა რომ ოპოზიციასთან ერთად, პრაიმერისის გზით, შეარჩიონ საუკეთსო კანდიდატი და იბრძოლონ გამარჯვებისთვის.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სპეციალურ ვიდეო-მიმართვაში აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთავარი ოპოზიციური ძალის წოდებაზე ქასთინგი გამოაცხადა და მისი სურვილია, რომ ოპოზიციამ არა ხელისუფლების დამარცხებისთვის, არამედც იმისთვის იბრძოლოს, თუ ვინ გავა მეორე ადგილზე ყველა შემდგომ არჩევნებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42