„სწორედ ამისათვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია 2014 წელს მიღებული თვითმმართველობის კოდექსი, რომელმაც შექმნა ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ჩარჩო. უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ეს გახლავთ ის მთავარი ღერძი და ფუნდამენტი, რომელზეც უნდა აიგოს რეფორმის უკვე შემდგომი ნაბიჯები. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიულ ხედვას, რომლის მიზანიც არის კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ თვითმმართველობა ადგილობრივ დონეზე. ჩვენი ხედვა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. პირველი, ეს არის თვითმმართველობის უფლებამოსილების გაფართოება. მეორე, ეს გახლავთ თვითმმართველობას მეტი ეფექტიანობისთვის ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი და ამ ფინანსური რესურსი თანდათანობით გადანაწილებას თვითმმართველობის მიმართულებით. მესამე, თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულების უმაღლეს სტანდარტებს. ის უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მართვის პროცესში და რა თქმა უნდა, ამ სამივე ღერძის ერთობლიობა ჩვენ მოგვცეს სხვა თვისობრივ შედეგს თვითმმართველობაში.”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმინისტრმა პარლამენტში საშუალოვადიანი გეგმა წარადგინა, რაც მისი თქმით თვითმმართველობის განვითარებას უზრუნველყოფს. კვირიკაშვილის განცხადებით, დეცენტრალიზაციის გეგმა სამ დონეს მოიცავს.
„პირველი, ეს არის თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება, მეორე, ეს გახლავთ, თვითმმართველობას მეტი ეფექტიანობისთვის, რა თქმა უნდა, ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი, ამ ფინანსური რესურსის თანდათანობით გადანაწილებას თვითმმართველობის მიმართულებით და მესამე, თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უმაღლეს სტანდარტებს.“ - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ რეფორმის განხორციელებისთვის სამოქალაქო სექტორის ჩართულობა აუცილებელია.
„ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის ასევე უმთავრესი წინაპირობაა სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა და ხალხის აქტიური ჩართულობა. სწორედ ამიტომ ის, რომ დღეს პირველივე ეტაპზე წარმოდგენილია არასამთავრობო სექტორი მნიშვნელოვანი წინაპირობაა რეფორმის წარმატებისთვის.“- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






