თავდაცვის მინისტრმა ავსტრიელ დიპლომატებს უმასპინძლა
პოლიტიკა - 11:23, 05 Mar, 2018     823
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა. ლევან იზორიამ არად ბენკოსა და პოლკოვნიკ ერიხ ზიმბურგერს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების სურვილი გამოთქვეს.

ახლო მომავალში, ავსტრიული მხარის დახმარებით, საქართველოში საბრძოლო მასალების შენახვის სისტემების მენეჯმენტთან დაკავშირებით, პროექტის განხორციელება იგეგმება. ავსტრიას ამ თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში 2018 წელი ლოგისტიკის წლად არის გამოცხადებული და ლოგისტიკის განვითარების სფეროში ავსტრიის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია: „ვიწყებთ გარკვეული სტრუქტურული და ფუნქციური ხარვეზების იდენტიფიცირებას. პირველ რიგში, აქცენტს პერსონალის მომზადებასა და განვითარებაზე გავაკეთებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის შეიარაღების იდენტიფიცირება, მისი ვარგისიანობის დადგენა და შესაბამისად, სასაწყობო მეურნეობის განვითარება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ავტრიის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42