„ერთმნიშვნელოვნად უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს ჩვენი ყველას ძირითადი ამოცანა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, გახლავთ ის, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეს მივაგოთ პატივი ისე, როგორც მას შეეფერება. ეს არის ჩვენი ამოცანა. ამ პროცესში გარწმუნებთ, რომ ჩართულია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ყველა სახელმწიფო ორგანო. თუმცა, ალბათ, იმისთვის რომ სწორი მოლოდინები გავაჩინოთ, უნდა ვთქვათ, რომ ეს რა თქმა უნდა მოხდება რაც შეიძლება ახლო პერიოდში, თუმცა, კონკრეტულ ვადას მე თქვენ დღეს ვერ დაგისახელებთ. ამიტომ ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელიც ჩვენ გვაკისრია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კეთდება ყველაფერი მაქსიმალური, ჩვენ მივაღწევთ ამ მიზანს, თუმცა, გარკვეული პერიოდი უნდა დაველოდოთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ოჯახი, რომელიც არის ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, ყველაზე დიდი თვითშეგნებით ეკიდება ამ საქმეს. არსებობს ჯგუფები, რომლებიც გარკვეული პოლიტიკურ ელფერს სძენენ ამ ტრაგიკულ საქმეს. ჩვენი პირველი ამოცანაა, ჩვენი მოქალაქე იყოს პატივმიგებული რაც შეიძლება მალე. ამ პოზიციაზეა ოჯახი და ამისთვის მე მათ დიდი მალდობას ვუხდი. მე მათ თითქმის ყოველდღე ვხვდები" - განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






