„ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ პოლიციელთა სოციალური უზრუნველყოფა იყოს მაღალი და ხარისხიანი“ - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 23:17, 04 Mar, 2018     2048
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია გადაცემაში „ახალი კვირა“ სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე და საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე საუბრობს.

მინისტრის თქმით, იდგმება კონკრეტული ნაბიჯები პოლიციელთა სოციალური უზრუნველყოფისა და მათთვის ხარისხიანი სოციალური გარანტიებისათვის.

“დღეს პოლიციელის ხელფასი დაახლოებით 800 ლარია, რამდენად ადეკვატურია ეს ხელფასი მათ სამუშაოსთან ადეკვატურობაში? რა თქმა უნდა, არაადეკვატურია, და არ შეიძლება იყოს 800 ლარი ადეკვატური ხელფასი ადამიანისთვის, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას და პასუხისმგებელია მეორე მოქალაქის სიცოცხლეზე, უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობაზე.

თავიდანვე შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების ძირითადი მიზანი გახლდათ სამოქალაქო კომპონენტში ოპტიმიზაცია, რომელიც ფაქტობრივად უკვე განხორციელების ეტაპზეა და მინდა გითხრათ რომ დახლოებით 400 ასეთი პოზიცია არის შემცირებული.

ეს არ არის მხოლოდ ხელფასის ეკონომია, ეს გახლავთ ამ პოზიციებთან დაკავშირებული ავტორტანსპორტის საწვავი და ასე შემდეგ. მიზანი გახლავთ ძალიან მარტივი, რომ ის ეკონომია ოპტიმიზაციის ხარჯზე რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ სამოქალაქო თანამდებობებზე გადმომისამართებული იყოს საპოლიციო მიმართულებით ეს გახლავთ ის რაც ჩენ შეგვიძლია წლევანდელ საბიუჯეტო წელში გავაკეთოთ, თუმცა, იქ სადაც უფრო მაღალ რისკებს ვხედავთ და სადაც არის განსაკუთრებით უსამართლო სხვაობა ანაზღაურებას შორის, ჩვენ უკვე გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ჩვენი თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფა და სოციალური გარანტიები იყოს უფრო ხარისხიანი და უფრო მაღალი, თუმცა მოგეხსენებათ, რომ სოციალური გარანტიების ძირითადი კომპონენტი არ არის მხოლოდ ხელფასი. ჩვენ ამას უფრო კომპლექსურად ვუდგებით და ვთვლით, რომ ეს არის ადამიანური რესურსების მართვის ერთ- ერთი კომპონენტი და სოციალური დაცვის გარანტიების ის პროგრამები, რომლებიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება შსს-ში იქნება მიმართული სწორედ ჩვენი პოლიციელების სოციალური დაცვის მიმართულებით“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42