მისივე თქმით მას აქვს რამდენიმე ფოტო, რომელშიც ლაშა ნაცვლიშვილიც ჩანს. თუმცა ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებს.
თამარ კაკაბაძე აცხადებს, რომ შეხვედრის მონაწილეების საუბრის მთავარი თემა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მომავალი წევრები და და მოახლოებული კონკურსის იყო.
პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი ამტკიცებს, რომ ფოტო მასალის და საუბრის შინაარსის გასაჯაროება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დღეს პარლამენტის ვებგვერდზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველი 14 კანდიდატის სია გაირკვა, რომ კონკურსში ზაზა შათირიშვილიც მონაწილეობს.
ფოტოს ავტორი განმარტავს, რომ ეს არის მტკიცებულება თუ ვისთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონებს იღებს და უნდა მიუკერძოებლად ემსახურებოდეს ყველას, ვისი ფულითაც და ვისთვისაც ის არსებობს ანუ ხალხს. ამ დროს კი ის მითითებებს იღებს "ქართული ოცნების" PR-ისა და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილისგან, რომელსაც საკუთარი ინტერნეტ-ტელევიზია აქვს.
წყარო: rustavi2.ge
მასალის გამოყენების პირობები






