უამინდობამ და ძლიერმა ქარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დღეს დილით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან გვაცნობეს, დაზიანებულია ათაობით საცხოვრებელი სახლი, მათ შორის, უმრავლესობას სახურავი მთლიანად აქვს ახდილი. ასევე, მთლიანად დანგრეულია რამდენიმე საცხოვრებელ ეზოში არსებული დამხმარე და სათავსო ნაგებობები.
ოზურგეთის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის განცხადებით, შექმნილია მუშა ჯგუფი, რომელიც ადგილებზე ახორციელებს დაზიანებული სახლების დათვალიერებას, მისივე თქმით, რამდენიმე დღეში შეიქმნება მთლიანი სურათი და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მყისიერად მოხდება დაზარალებული ოჯახების დახმარება.
სოფლებიდან ყველაზე მძიმე მდგომარეობა, შრომაში, ნატანებში, დვაბზუსა და გურიანთაშია.
ასევე ძლიერი ქარის შედეგად დაბა ლაითუღში მოთხრილია რამდენიმე ხე.
მასალის გამოყენების პირობები






