"ენერგო-პროს თავისი უფლება-მოვალეობები ჯეროვნად არ ესმის" - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 18:06, 03 Mar, 2018     1143
ევროპული საქართველოს ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა „ენერგო-პროს“ განცხადებას ეხმაურება.

უგულავას შეფასებით, "ნაცვლად იმისა, რომ ნებისმიერი მიკერძოებისგან „ენერგო-პროს“ თავი აერიდებინა და შალვა ლორთქიფანიძე არჩევნების პერიოდში ჩამოეშორებინა საქმიანობისგან, კომპანია "მუნდირის დაცვითაა" დაკავებული".

„სამწუხაროა, რომ ენერგო-პროს თავისი უფლება-მოვალეობები ჯეროვნად არ ესმის. ფაქტები უდავოა. ვანში მათი წარმომადგენელი შალვა ლორთქიფანიძეა, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატიცაა. ეს ადამიანი კერძო ბიზნესს რომ პოლიტიკისგან ვერ ანსხვავებს, ვანში საყოველთაოდ ცნობილია. ცესკო-მ არჩევნები ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში ოფიციალურად გამოაცხადა. სამწუხაროდ, კომპანია ხელისუფლების დანამატს და გაგრძელებას წარმოადგენს რეგიონებში. ბელთაძეების ოჯახი, სურვილის შემთხვევაში, სასამართლოში გააგრძელებს ენერგო-პროსთან დავას. ჩვენ მათ ყველანაირად დავეხმარებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს კომპანია თავის მოძალადე თანამშრომელს მსხვერპლად ასაღებს. მე ნამდვილად დავურეკე შალვა ლორთქიფანიძეს, როგორც ენერგო-პროს თანმშრომელს და შედეგად ქართული ოცნების დეპუტატი მივიღე, რომელიც იმუქრებოდა რაიონში არ შეშვებით და გაყვიროდა 9 წელს. სწორედ ამის შემდეგ მიიღო მან ის პასუხი, რასაც ქართული ოცნების თავგასული ჩინოვნიკები იმსახურებენ. სამწუხაროა, ენერგო-პროს შეგნებულად არ სურს ამის გაგება. ეს ევროპაში დაფუძნებული კომპანიაა და ჩვენ ყველა საერთაშორისო ტრიბუნას გამოვიყენებთ, რომ დავიცვათ ბელთაძეების და მსგავს მდგომარეობაში ჩავარდნილი უამრავი ოჯახი, რომლებსაც ხელისუფლება ემუქრება ენერგო-პროს ხელით. ეს დაუშვებელია ევროპაში და თუ ენერგო-პროს აქაურ ხელმძღვანელობას საქართველო მესამე სამყაროს ქვეყანა ჰგონია, სადაც ყველაფრის უფლება აქვთ, ძალიან ცდებიან!"- აცხადებს უგულავა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42