„გუშინ, ერთ პატარა თბილისურ ეზოში 72 წლის მარტოხელა, ქართველი(!), თბილისელი(!) მოხუცი გარდაიცვალა .... უსიამოვნო სუნი იგრძვნეს მეზობლებმა, პატრული გამოიძახეს და გვამი დახვდათ... არ გეგონოთ,რომ "ბომჟი" იყო..სუფთად ჩაცმული იყო საწყალი და ბინაც სუფთად ჰქონდა...მთავარ ინჟინრად მუშაობდა მრავალი წელი და ასაკის მიუხედავად დღემდე ასრულებდა სხვადასხვა სამუშაოს კერძო შეკვეთებით...მოკრძალებული ადამიანი ყოფილა,არც არავის აწუხებდა... ალბათ ერთი თვის გარდაცვლილი იქნებოდა და რატომ ვწერ იცით?! ერთი თვე რომ პატარა "თბილისურ" ეზოში ადამიანს არ მოიკითხავ და სანამ სუნი არ აუვა ყველაფერს მანამ ვერ მიხვდები რომ გარდაიცვალა, როგორ უნდა გქონდეს ძლიერი სახელმწიფო?! თითქოს სახელმწიფოს ადამიანები,ისევ ჩვენ არ ვქმნიდეთ.... უგულოები ვართ,მხოლოდ ენა გვაქვს გრძელი და ღვარძლით სავსე პირის ღრუში კარგად ვატრიალებთ... მრცხვენია“ - წერს თამარ ნიშნიანიძე.
ფოტო არ ასახავს შემთხვევის ადგილს

მასალის გამოყენების პირობები






