„ქვეყნის დიდვაჭარმა გაიმარჯვა...“ - მღვდელმონაზონი ანდრია სარია
სოც.მედია - 15:17, 03 Mar, 2018     18061
ქვეყანას არ ეტყობა სულიერი სიმტკიცე და ჭაობიდან ამოსვლა - ასე ეხმაურება მღვდელმონაზონი ანდრია სარია ქვეყანაში არსებულ ვითარებას და იმ ანტიდასავლური ხასიათის წერილს, რომელიც ე.წ. ინტელიგენციის რამდენიმე წარმომადგენელმა გამოაქვეყნა.

„სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს გაფიქრებინებს და თანაც ქმედებისკენ მოგიწოდებს.

იმედების გამოცდამ, მხოლოდ ექსპერიმენტები მოუტანა ერს.

ქვეყანას არ ეტყობა სულიერი სიმტკიცე და ჭაობიდან ამოსვლა. ერის გართობა ძალიან ადვილია, მაგრამ როდესაც საქმე კრიზისამდე მიდის იქ ყველა ამჩნევს რომ მოტყუვდა. მიწა დაუმუშავებელი დაგვრჩა, სარჩო კი საძიებელი.

ერთმანეთს ინტერესს ვუკლავთ, რაღაცას ველით და თანაც არ ვიცით რას. თითქოს განვითარებამ შემოაღწია, თუმცა ვერ ვიყენებთ სწორად ცოდნასაც. გამოუსადეგარი ცოდნა კი განუვითარებლობის ტოლფასია. საკმარისი არ არის იცოდე რომელ საკეტს მოარგო გასაღები, უნდა იმოქმედო ადამიანმა.

სოფლის მეურნეობაში ვარდნა, საწარმოების დეფიციტი ქვეყანაში, უმიზნოდ ცხოვრების სიჭარბე, ახალგაზრდობის უცხოეთში სწრაფვა და იქ ცხოვრება.

მთავარი მიზნისგან აცდენა მოხდა, ქვეყნის დიდვაჭარმა კი გაიმარჯვა. დაგვეკისრა გვერდითა გადასახადები, ვიწივლებთ და ისევ მიქრება ეს ხმა.

ერის ,,აკადემიური ხმა'' გინებით არის დაკავებული და რუსეთის ხოტბით. მათი გამომჟღავნება როდესაც დაიწყო, ჩვენ გვიკვირდა როგორ უწოდეს რუსოფილები და გამოუსადეგარნი. ახლა კი ყვირილი გვიწევს ყველას გასაგონად. აქ საქმე ზუსტად ისეა, როგორც ანტიკური ხანის ექიმები ამბობდნენ ჭლექთან დაკავშირებით: თავდაპირველად მისი განკურნება ადვილია, მაგრამ გამოცნობაა ძნელი, ხოლო თუ საკმაო დრო გავიდა, მაშინ პირიქით, მისი გამოცნობაა ადვილი, მაგრამ განკურნებაა ძნელი.

აწი რა გამოასწორებს რუსულ ტვინიან ,,დროშას''?!

ქვეყნის სიყვარული ნიშნავს გტკიოდეს და სმენით არ იყო დაკავებული. ადვილად ვეგუებით მმართველობას და გვიჭირს სწორი კრიტიკა. ვინც ამბობს ევროპა დამღუპველია და რუსეთი მარჩენალი, მისი გონება რუსეთის გერბთაყვანისმცემელია.

თავიდანვე სიცრუეს შეგუებულ ერს, მერე უწევს ერთიანი ამოფრქვევა. დედის გინებით დაკავებულ ,,აკადემიკოსებს'' ჯერ ჩვილი ბავშვის რძით სჭირდება გამოკვება.

პატივმოყვარეობა და ანგარება კლავს ერს, ამის მაგალითია იტალია. მეფე ლუი ვენეციელთა პატივმოყვარეობამ მოიყვანა, როელთაც სურდათ მისი შემოსავლით ესარგებლათ და ნახევარი ლომბარდია ჩაეგდოთ ხელში, რაც არ მოხდა და იმედები გაუცრუვდათ. ერთპიროვნული ძალაუფლების ნაცვლად, თანამოზიარედ ესპანეთიც დაისვა და დაკარგეს რაც ქონდათ ისიც.

კრიზისის დროს მუდმივად გამოჩნდება მსგავსი წერილები, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად რუსეთს განადიდებს და ხელმოწერებითაც ამშვენებს. რამდენადაც მახსოვს 2008-9 წ.წ. მიმართეს სხვა შინაარსის წერილით, იგივე ნიშნით შემკობილმა ,,მეცნიერებმა''. თითქოს ევროპას არ გმობენ, მაგრამ რუსეთს თხოვნით მიმართავენ, ეს თხოვნა კი ჩვენთვის ღალატია, მოღალატეების ადგილი კი მხოლოდ რუსეთშია.

როდესაც მომწიფებული იქნება ერი, ვერცერთი მმართველი ვერ გაბედავს თავისმართლებას. ჩვენ ვაჩვევთ ყველას მლიქვნელობას და მერე გვიკვირს კაბინეტებში რატომ არ გვხვდებიან.

თუ გვიფიქრია რომ ჩვენი ბრალია?!“ - წერს მამა ანდრია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42