საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშს გამოეხმაურა.
მინისტრი ამბობს, რომ არასამტავრობო ორგანიზაციას ნულები შეეშალა, როცა პიარის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს დანახარჯებზე საუბრობდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ნულები შეეშალა. მაგალითად, შარშან 317 ლარი დაიხარჯა საკუთრივ პიარაქტივობისთვის, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ეხებოდა. რაც შეეხება ამ მიმართულებას, არიან თანამშრომლები, რომლებიც ამაზე მუშაობენ და ხელფასები ეძლევათ“, - განაცხადა სერგეენკომ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტი თანხა შსს-მ დახარჯა, რამაც 5 წლის განმავლობაში 5 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა, მაშინ როცა თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს იმავე პროფილის თანამშრომლების შენახვა საქართველოს ბიუჯეტს, შესაბამისად, 3 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი და 3 მილიონ 600 ათას ლარამდე დაუჯდა.
მასალის გამოყენების პირობები






