„მოიზიდე და მოკალი“ - სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ანტიცუანური“ კამპანია
პოლიტიკა - 13:33, 03 Mar, 2018     2005
აზიური ფაროსანა, ანუ მავნებელი მწერი, რომელსაც ქართველები „ცუანასაც“ ეძახიან, შესაძლოა, ქართული სახელისუფლებო ინსტემბლიშმენტის „მესაფლავედ“ იქცეს. ფაქტია, მთავრობის წევრები ისეთ კომიკურ განცხადებებს აკეთებენ, რომ ხალხს უკვე სასაცილოდ და იუმორის თემად აქვს ქცეული. არადა, ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ხელისფლებას გამწარებული კი არა, მოცინარი ხალხის უნდა ეშინოდეს, თუმცა ფილოსოფია იქით იყოს და, პირდაპირ მთავარ სათქმელზე გადავიდეთ. მთავარი სათქმელი კი ისაა, რომ საქართველოს ფაროსანა რუსი ოკუპანტივით უტევს. ამ მხრივ განსაკუთრებით საგანგაშო ვითარება დასავლეთ საქართველოშია - მოსახლეობა მავნებელ მწერს საკუთარი ძალებით ებრძვის და ეს მაშინ, როცა მთავრობამ „ცუანას“ გასანადგურებლად 50 მილიონი გამოყო. რაში დაიხარჯება ეს თანხა? რაში და, როგორც ირკვევა, სამთავრობო წრეებთან აფილირებული პიარ-ჯგუფები ფაროსანასთან საბრძველად სპეციალურ ვიდეოკლიპებს გადაიღებენ, ასევე, ბროშურებს გამოსცემენ და ამ გზით ხალხის ანტოფაროსანულ განათლებას აამაღელებენ.

ამასთან, ცნობილია, რომ ზემოაღნიშნული თანხით სამთავრობო „მეფაროსნეები“ მაღალი გამავლობის ავტომანქანებს შეიძნენ (ყოველ შემთხვევაში, თავდაპირველად ასე ითქვა), რომლებზეც სპეციალური ე.წ. შესაწამლი მოწყობილობები დამაგრდება და ეს „ტანკები“ მინდორ-მინდრო, ტყე-ტყე და ჭალა-ჭალა „ირბენენ“ და „ცუანას“ გაანადგურებენ.

ეს ყველაფერი ქაღალდზე მომხიბვლელად ჩანს, მაგრამ რეალობაში, უხამსობისთვის ბოდიში და, დიდი პოლიტიკური „ცუანობის“ შთაბეჭდილებას ტოვებს. ისე, იმ ქვეყანაში, სადაც პრემიერი და აკადემიკოსი დღისით, მზისით დედასა და კეთილებს იგინებიან, „პოლიტიკური ცუანობა“ შეიძლება, უხამსობად არც ჩაითვალოს, თან თუ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ, „ექსოცნებელმა“ თამაზ მეჭიაურმა „ოცნებელ“ ზაქარია ქუცნაშვილს „კუანა“ უწოდა. ასე რომ, „ცუანა“ და „კუანა“ აშკარად, სამთავრობო ლექსიკონია.

ზოგადად, ხელისუფალნი რომ უცნაურად იქცევიან, ახალი არაა. ამ ფონზე, ალბათ, არც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადება უნდა გაგვიკვირდეს, რომლის მტკიცებითაც, „ფაროსანა უბრალო მავნებელი მწერია და ამაზე ყურადღების ასე გამახვილება არ ღირს.

„ფაროსანას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. ფაროსანა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, მაგრამ არა - ერთადერთი და არა - უმნიშვნელოვანესი. საბოლოოდ რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი, მარტივად რომ ვთქვათ, ის არის, უბრალოდ, მწერი. ამიტომ ვფიქრობ, ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ძალიან გადაჭარბებულია,“ - ირწმუნება ბატონი დავითაშვილი, რომელიც ხალხის აზრით, სოფელში შესაძლოა, გავლითაც კი არ არის ნამყოფი.

დავუშვათ, ფაროსანა უბრალო მწერია და მეტი არაფერი (კიდევ კარგი, დავითაშვილმა განგვანათლა, თორემ „ცუანა“ უცხოპლანეტელი გვეგონა!), მაშინ ჩნდება კითხვა: უბრალო მწერთან საბრძოლველად 50 მილიონი რატომ გამოიყო ბიუჯეტიდან? ესე იგი, გამოდის, რომ ხალხის ფული არამიზნობრივად იხარჯება და ამას არაპირდაპირ თავად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიც აღიარებს?

ხომ იცით, თხა-თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო და, დავითაშვილს სიბრძნეების ფრქვევაში არც მისი მოადგილე ხანიშვილი ჩამორჩა და დაგვმოძღვრა, „სრულიად საქართველოში განვათავსებთ ფერომონებს, რომელიც ამ მავნებლის მიმზიდველია, ის იჭერს მწერს. ყოველკვირეული მონიტორინგის საფუძველზე განვსაზღვრავთ იმ წერტილებს, როდის უნდა დავიწყოთ ფაროსანასთან ბრძოლა. ამავე ფერომონების მეშვეობით გვექნება საშუალება „მოიზიდე და მოკალის“ პრინციპი დავნერგოთ. შეიქმნება ადგილები, სადაც ფერომონების საშუალებით მოვიზიდავთ მავნებელს და მოხდება მათი ლიკვიდაცია წერტილოვანი დარტყმით, რათა არ მოხდეს მთლიანად ტყის მასივების, გარემოს შეწამვლა, რაც არ შეიძლება“.

ახლა, ვერ გეტყვით, მინისტრის მოადგილე ხანიშვილი წერტილოვანი დარტყმებით ფაროსანას ბოლოს მოუღებს თუ არა, მაგრამ მისი ფრაზა - „მოიზიდე და მოკალი“ აშკარად ქართული პოლიტპარადოქსების ანთოლოგიაშია შესატანი.

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, გლეხებო, ფაროსანასი ნუ გეშინიათ - მიჰყევით ბ-ნი ხანიშვილის სწავლებას - მოიზიდეთ ფაროსანა და წერტილოვანი დარტყმებით გაანადგურეთ!

აბა, ჰე და აბა, ჰო - მთელი ქვეყანა, ერი და ბერი ჩასაფრებაზე გადავდივართ: ვიზიდავთ და ვკლავთ ფაროსანას, რომელიც უბრალო მწერია და მეტი არაფერი!

ირაკი ბიძინაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42