ე.წ. გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ვასილი პოლიაკოვმა პრესკომფერენცია გამართა და იმ სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც არჩილ ტატუნაშვილის დაკავება მოხდა.
საოკუპაციო რეჟიმი ქართველ სამხედროს და საქართველოს ხელისუფლებას ოსი ხალხის გენოციდში ადანაშაულებს მათ შორის, არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შს ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი.
გამოძიებამ დაადგინა და საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის თანამდებობის პირები, რომლებსაც ოსი ხალხის გენოციდსა და სამხედრო დანაშაულების ჩადენაში მიუძღვიათ ბრალი. მათი რაოდენობა 45-ს აჭარბებს. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და სხვები“, - განაცხადა დე ფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა.
მასალის გამოყენების პირობები






