ზურაბ გუმბარიძის თქმით, არასწორია კახა ბაქაურის განცხადბა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გასულ წელს ტელევიზიებში სარეკლამო შემოსახველბი არ შემცირებულა. გუმბარიძემ კონკრეტული ციფრები მოიყვანა და აღნიშნა, რომ სარეკლამო შემოსავლები 11%-ით არის შემცირებული და მასზე გავლენა არაერთმა ფაქტორმა იქონია.
,,სარეკლამო ბაზარი რეალურად არის შემცირებული 11%-ით, თუმცა ყველა სხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, შარშანდელი მაესტროს არაზუსტი ინფორმაციით, რომელიც არ ასახავდა ბაზრის რეალურ მოცემულობას, სატელევიზიო ბაზარი არის 11%-ით შემცირებული და ეს მხოლო იმით არის განპირობებული, რომ თანხების გადინება უმეტესად დიჯიტალ მედიაში ხდება. ეს არის გლობალური ტრენდი და აბსოლუტურად ლოგიკური“ - განაცხადა გუმბარიძემ.
რაც შეეხება მარეგულირებელის ინტერესს გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით, გუმბარიძე ამბობს, რომ ,,მე ვერ ვისაუბრებ რატომ იყო მარეგულირებელის ინტერესი ჰიპოტეტური, რაც მათ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ და ვახდენთ დაკვირვებას და ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ თანხების გადინება მუდმივად ხდება დიჯიტალ მედიაზე“ - განაცხადა ინტერ მედიას აღმასრულებელმა დირექტორმა.
რაც შეეხება სარეკლამო კანონის ცვლილების, გუმბარიძე ამბობს, რომ ბუნებრივია ამან მოახდინა გავლენა ბაზარზე. მისი თქმით, განსაკუთრებით მტკივნეული იყო სასპონსორო ნაწილი.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის მთავარი უზუსტობა უკავშირდება დათვლის მეთოდოლოგიას. გუმბარიძის განცხადებით უნდა ითვლებოდეს მხოლოდ ტელევიზებამდე მისული თანხა და არ უნდა ხდებოდეს შედარება დამკვეთებიდან წამოსული თანხის და ტელევიზიაში შესული სარეკლამო შემოსავლის.
,,მეთოდოლოგიური უზუსტობა იყო ის, რომ მარეგულირებელმა ერთის მხრივ დათვალა დამკვეთის მიერ დახარჯული სარეკლამო დანახარჯების ოდენობა და მეორეს მხრივ, ტელევიზიებში წინა წელს შესული ფული, რაც უზუსტობაა. გარდა ამისა, გაურვეველია ვინ არიან ეს დამკვეთები და რა პორცია აქვთ მათ სარეკლამო ბაზარზე, მათი სიდიდე და ა.შ. იმისათვის, რომ მეთოდოლოგია იყო სწორი, ამისათვის ყველა სარეკლამო დანახარჯები უნდა გაანალიზდეს, მოხდეს მათი გადანაწილება სხვადასხვა არხებზე“ - განაცხადა გუმბარიძემ და აღნიშნა, რომ სარეკლამო გაყიდვების სახლების ფინანსური დოკუმენტაცია არის ღია და გამჭვირვალე ყველა იმ არხისთვის, ვისთანაც მათ თანამშრომლობა ჰქონდათ და არანაირი თანხების აკუმულირება მათ კომპანიაში არ მომხდარა.
ინტერმედიას განცხადებით უპასუხა მარეგულირებელმა კომისიამ, მათი ინფორმაციით, ,,ერთი კვირის დაგვიანებით გაკეთებულ არადამაჯერებელ თავისმართლებაზე კომისიის პასუხი ის ფაქტები და რიცხვებია, რომლის ანალიზიც კომინიკაციების ეროვნულმა კომიციამ გასულ კვირას გამოაქვეყნა. კომისიის თავმჯდომარემ ამ თემაზე ბრიფინგი ჩაატარა და დეტალურად ისაუბრა 2017 წელს სარეკლამო ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე. ანალიზი საჯაროა და კომისიის ვებგვერდზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი გაცნობა“ - ნათქვამია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის განცხადებაში.
ცნობისათვის, ,,ინტერმედიას“ გასულ წელს ჰქონდა გადაცემული უფლება, გაეყიდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს და ტელე იმედის სარეკლამო დრო.
მასალის გამოყენების პირობები






