პარლამენტში დახურული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბორჯომის საკრებულოში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობდნენ.
სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა.
„ფაქტობრივად, ზაზა გაბუნიამ “ნაციონალური მოძრაობა” იმაში დაადანაშაულა, რომ სახელმწიფო მოხელეები ცდილობენ, დემოკრატიული პროცესის დარღვევითა და ძალადობით საკრებულოს ხელფასის გაზრდა აიძულონ. აბსურდული მოცემულობაა, შესაბამისად, კონსულტაციებში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ.
არ ვაპირებთ, დროის გაწელვაში მონაწილეობა მივიღოთ, რათა ხელისუფლებამ ზომები არ მიიღოს. ეს ძალადობა “ქართული ოცნების” მიერ არის ინსპირირებული და როგორც მინიმუმ, რამდენიმე თანამდებობის პირი პოსტიდან გადამდგარი უნდა იყოს. ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ და დიპლომატებთან შეხვედრას გავუკეთებთ ორგანიზებას, რადგან ვაპირებთ, ხელისუფლებას ადგილობრივი დემოკრატიის გაუქმებაზე პასუხი მოვთხოვოთ. დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ”, - თქვა სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






