"იან კელი ღვთის შეწევნით მოშორდა უკვე ჩვენს ქვეყანას"- პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი
პოლიტიკა - 16:45, 02 Mar, 2018     2291

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი და საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის უფლებამოსილების ვადის გასვლას „ღვთის შეწევნად“ აფასებს და აცხადებს, რომ იან კელი საქართველოს სახელმწიფო საქმეებში ერეოდა. აღნიშნული განცხადება ინაშვილმა ტელეარხ "ობიექტივის" ეთერში გააკეთა:

„ჩვენ გვყავს რაღაცა სტერეოტიპების მონა ხელისუფლება. აი მე პარლამენტში ვარ მეორე წელია და ვაკვირდები რა პროცესს - ეს იან კელი, რომელიც ღვთის შეწევნით მოშორდა უკვე ჩვენს ქვეყანას, იყო ელჩი, რომელიც მუდმივად გვასწავლიდა, ვინ უნდა აგვერჩია, სად უნდა დაგვენიშნა, სახალხო დამცველი დაანიშნინა პარლამენტს იან კელიმ და ჩვენ ისეთ მოვლენასთან გვქონდა საქმე, რომ ერთი მხრივ, ამერიკული პოლიტიკა... სულაც არ არის ეს ამერიკული პოლიტიკა, ჩვენ ჩავრჩით ობამას ადმინისტრაციის ეპოქაში და იქ ტრამპია უკვე, სულ სხვა პოლიტიკა ვითარდება აშშ-ში და ის მომენტი, რომ რაღაცის მძევლები ვართ, რაღაცა სტერეოტიპების, არ შეგვიძლია რაღაცა დოგმებთან დაპირისპირება, არ შეგვიძლია რაღაცის გადაბიჯება და ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესით ხელმძღვანელობა, გესმით?”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით მისი პარტიის ინიციატივას, რომ საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატი შექმნილიყო, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის გარკვეულმა წარმომადგენლებმა ლუკ კოფის ინიციატივა დაუპირისპირეს. მისი თქმით ლუკ კოფის ინიციატივა ნატოში გაწევრიანების ახალ პირობებთან დაკავშირებით, სწორედ მისი ფორმატის გადასაფარად იქნა შემოგდებული.

„უცბად აღმოაცენეს ჭე კლასის ექსპერტი ქუთელიებმა და ბოკერიებმა, ამას მიცეს დაწერილი სქემა რაზე უნდა ელაპარაკა და გამოაცხვეს იდეა. შემდეგ ამ მოდელით ჩამოვიდა საქართველოში და წარმოადგინა ეს როგორც ამერიკული მოდელი, დავაკვირდეთ, მას ერთ მხარეს უზის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მეორე მხარეს იან კელი.“- განაცხადა ირმა ინაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42