“საპარლამენტო რეზოლუციის მიზანი არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა“
პოლიტიკა - 14:21, 02 Mar, 2018     944
„არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ეს არ არის მხოლოდ გაყინული კონფლიქტი, რომელიც ცხინვალში ან აფხაზეთში არსებობს, არამედ არის დემონსტრირება იმისა, რომ იქ არსებულ ვითარებას მშვიდობიანი ხალხისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის სიკვდილი მოაქვს“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, მოლდოვაში განაცხადა.

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივ ბრიფინგზე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რა არის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე მომზადებული რეზოლუციის მიზანი.

„ეს არის სპეციალური საპარლამენტო რეზოლუცია, რომელიც ინიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და ის ეხება საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას ოკუპირებული ცხინვალის ციხეში. ამ რეზოლუციის მიზანია, ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ამ რთულ საკითხს. არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვამ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ეს არ არის მხოლოდ გაყინული კონფლიქტი, რომელიც ცხინვალში ან აფხაზეთში არსებობს, არამედ არის დემონსტრირება იმისა, რომ იქ არსებულ ვითარებას მშვიდობიანი მოქალაქეების, საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალებას იწვევს. ჩვენ უნდა აღვკვეთოთ მოვლენათა მსგავსი ტიპის განვითარება და სწორედ ესაა რეზოლუციის მიზანიც. სწორედ ამას შეეხება საპარლამენტო რეზოლუცია“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42