ანა ნაცვლიშვილმა მონიტორინგის ჯგუფთან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების გამოწვევები განიხილა
პოლიტიკა - 12:22, 02 Mar, 2018     953
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგის ჯგუფთან ის გამოწვევები და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს მუშაობა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია - მონიტორინგის ჯგუფი წლებია მონიტორინგს უწევს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას. პრეზიდენტს აქვს დატვირთული საერთაშორისო დღის წესრიგი, მას უახლოეს მომავალში ექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები ბრიუსელში და ამ შეხვედრების წინ გვაქვს შესაძლებლობა, სამოქალაქო საზოგადოებიდან მოვისმინოთ როგორ ხედავენ ისინი ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მიმდინარეობას, რა პროგრესს ხედავენ, რა გამოწვევები რჩება და რა არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც ხელისუფლებამ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს მუშაობა.

,,ასოცირების ხელშეკრულება არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ემსახურება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პროგრესს და წინსვლას მთელი რიგი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ის ვალდებულებები, რაც აღებული გვაქვს ამ ხელშეკრულების თანახმად სრულდებოდეს დროულად და ხარისხიანად და ამის შესახებ საზოგადოებაც იყოს ინფორმირებული”, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42