"ევროპულ საქართველოს" წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, ხელფასის მატება, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა დასაქმებულ ნათესავებზეა გათვლილი არ უნდა მოხდეს.
,,ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ, რომ ხელფასი გაეზარდოს ბატონი გოგიას რძალს გვანცა თორდიას, ჩვენ ასევე წინააღმდეგი ვართ, რომ დღეს ხელფასი გაეზარდოს მერის მოადგილის მაიზერ ნანავას მეუღლეს ნინო ქარჩავას, მის დეიდაშვილს გიგა ფარულავას, ხელფასი დღეს არ უნდა გაეზრადოს ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ლაშა ჯაიას და მის მეუღლეს ნათია ქირია, რომელიც საკრებულოში მუშაობს. ხელფასი არ უნდა გაეზარდოს ზუგდიდი მაჟორიტრარი დეპუტატის თოლორაიას დას ქალბანონ ხათუნა თოლორაიას, რომელიც აიპ სამსახურის უფროსია. სწორედ ამაზე გვინდა ყურადღების გამახვილება, რომ ზუგდიდი საკრებულოში, მერიაში არ არიან დასაქმებული ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავისი კვალიფიკაციით. ეს არის ადგილი, სადაც თავს იყრიან ქართული ოცნების პარტიული წარმომადგენლები, გამგებლის გუბერნატორის ნათესავები. ამ ადამიანებს ქართული ოცნება იყენებს არა იმისთვის, რომ მათ იზრუნონ ადამიანების კეთილდღეობაზე, არამედ იმისთვის, რომ ეს ადამინების დაუპირისპირდნენ ხალხს, როგორც ეს გააკეთეს ზუგდიდში, როგორც ამას აკეთებდნენ ბორჯომში, როგორც ეს გააკეთეს გურჯაანში, სადაც ადამიანები წიწილიან კვერცხებს ისროდნენ"- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






