მოსამართლე შავაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ - კოჟორიძე
პოლიტიკა - 11:46, 02 Mar, 2018     1033
პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანისუფლებების დაცვის საკითხებში კახაკოჟორიძე აცხადებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში საუბარია დანაშაულის შემცველ ქმედებებზე, ამიტომ ამ საკითხით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

მისი თქმით, მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით კონსტიტუციური პრინციპისა და ამავდროულად სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაა.

"ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, მაგრამ უნდა გავიაზროთ ის, რომ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა დგას თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობასა და დაცულობაზე. პირადად შევხვდი მოსამართლე შავაძეს და ვესაუბრე ამ საკითხზე. ის საუბრობს იმაზე, რაზეც უკვე საჯაროდ საუბრობს რამდენიმე დღეა. ის რომ მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით არის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა და ამავდროულად სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა, პირდაპირ წერია ჩვენს კანონმდებლობაში.

მთავარია, რა რეაგირება ექნება შესაბამის ორგანოებს ამ საკითხზე. მხოლოდ ის, რომ დღეს ამ საკითხზე საბჭო იმსჯელებს, ვერ იქნება საკმარისი პასუხი იმიტომ, რომ საუბარია დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებზე, ამიტომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით. ცოტა უცნაურია, რომ ათ დღეზე მეტია გასული და ჯერჯერობით საზოგადოებამ ასეთ მნიშვნელოვან დარღვევებზე ისიც კი არ იცის, დაიწყო თუ არა გამოძიება“, - განაცხადა კოჟორიძემ.

ირაკლი შავაძე დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42