მეტროს ვაგონების წარმოება და აწყობა საქართველოში მოხდება
პოლიტიკა - 18:42, 01 Mar, 2018     1107
თბილისის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა, რაც დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემის - სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში წელს 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული ავტობუსის შემოყვანა იგეგმება.

„წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ჩვენთვის სატრანსპორტო პოლიტიკა მნიშვნელოვანია. პირველი, რაც ამ მიმართულებით დავიწყეთ, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, მეტროსადგურების რეაბილიტაციაა. დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ავტობუსების ახალი მარშრუტები დავამატეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ყველა ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კრიტიკას ვერ უძლებს, რაც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბიუჯეტში გამოვნახეთ შესაძლებლობები და წელს, დედაქალაქს 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის ავტობუსი ეყოლება. ასევე, დავიწყეთ მუშაობა მეტროს განვითარების მიმართულებით. ეკონომიკის სამინისტროსთან და რკინიგზასთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ცნობილ კომპანია „შტადლერთან“ და ძალიან მალე, მივაღწევთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მეტროს ვაგონების წარმოება და აწყობა საქართველოში მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა ქვეითთა გადასასვლელებს, რომლის მოსაწესრიგებლად, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება.

მისივე განცხადებით, დედაქალაქში უკვე გამოვლენილია რამდენიმე ლოკაცია, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს და დახაზვითი სამუშაოები ჩატარდეს.

„დიდი ყურადღება დაეთმობა ქვეითთა გადასასვლელებს და ქვეითთა უფლებების დაცვას. მთავრობის სხდომაზე დავავალე გამგებლებს, რომ თავიანთ რაიონებში იდენტიფიცირება გაუკეთონ ყველა იმ ადგილს, სადაც გადასასვლელები მოუწესრიგებელია. გვინდა, ეს პრობლემა მთელი თბილისის მასშტაბით მოვაგვაროთ. გაზაფხულიდან დავიწყებთ დახაზვით სამუშაოებს, დამონტაჟდება ლედგანათებები იმისთვის, რომ გადასასვლელები ღამის განმავლობაშიც უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრის დროს კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერიის მიერ შემუშავდა საცობების განტვირთვის სქემა, რომელიც სამარშრუტო ტაქსებისა და ნაგავმზიდი მანქანების გადაადგილების ახალ გრაფიკს ადგენს. ასევე, სავალდებულო ხდება ტაქსების რეგულაცია.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელება ძალიან ქალაქში ქაოტური მოძრაობის განტვირთვისა და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42