ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე - საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც იგი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისგან ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას ითხოვს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაში სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.
,,ვინაიდან მოხდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. საპარლამენტო უმრავლესობის სახელით დავარეგისტრირეთ რეზოლუცია, სადაც ვითხოვთ პირველ რიგში, დაუყოვნებლივ გადმოეცეს ოჯახს ცხედარი. ასევე ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება ამ საკითხზე, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით და რაც მთავარია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება. არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პარტიის დღის წესრიგის საკითხი ამიტომ, ბუნებრივია ამ მოთხოვნებს აქვს საყოველთაო მხარდაჭერა“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






