როგორც ,,ნიუპოსტს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, პრესკონფერენციის თემა იქნება პასუხი , 22 თებერვალს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის 2012-2017 წლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზის წლიურ ანგარიშზე.
სარეკლამო გაყიდვების სახლი - ინტერ მედია , თავის მხრივ, წარმოადგენს ყველა მის ხელთ არსებულ დოკუმენტაციას, იმის დასადასტურებლად, რომ 2016-2017 წლებში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი გაზრდის ნაცვლად, პირიქით - შემცირდა.
პრესკონფერენციას სპიკერი იქნება - ინტერ მედიის აღმასრულებელი დირექტორი -ზურაბ გუმბარიძე.
დამსწრე საზოგადოებასა და მედია საშუალებებს ექნებათ შესაძლებლობა დაუსვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია თემის გარშემო.
პრესკონფერენცია 17:00 საათზე გაიმართება
მისამართი: მიხაილ ლერმონტოვის ქუჩა 10.
საკონტაქტო პირი - 599 600 033
მასალის გამოყენების პირობები






