ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის თქმით, მერიაში ხელფასების ზრდის საკითხს იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ დარწმუნდება, რომ საკრებულოს სხდომა ლეგიტიმურად ჩატარდა.
"მიდის იურიდიული კონსულტაციები რამდენად სწორად ჩატარდა სხდომა. დღის ბოლომდე არის დრო და მივიღებ გადაწყვეტილებას." - განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ.
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ აქციასაც გამოეხმაურა, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება და სადაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ მისი გადადგომა იქნება:
„მე დაველოდები აქციას, გავიგებ კონკრეტულად თუ რას ითხოვენ. მათ უნდა დაასაბუთონ, რატომ მოითხოვენ ჩემს გადადგომას. მე ბორჯომის მოსახლეობის მიერ ვარ არჩეული. მე ვიმოქმედებ ისე, როგორც დასჭირდება ბორჯომს და არა ისე, როგორც უნდა ირაკლი კვირკველიას- განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა ჩაჩანიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






